გორის მერია: სოფელ ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა

251

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა.

კომპიუტერული ტექნიკა ორგანიზაციამ “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ გადასცა.

“პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში პანდემიით გამოწვეულ მძიმე შედეგებთან ბრძოლაში აქტიურად ჩართული პირების დახმარებას. მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, დისტანციურად მიაწოდონ მოსახლეობას მომსახურება და შესაბამისად, უზრუნველყონ ადმინისტრაციული ცენტრებიდან დაშორებით მცხოვრებ მოქალაქეთა უწყვეტი წვდომა”,- ნატქვამია გორის მერიის ინფორმაციაში

გარდა ტინისხიდისა კომპიუტერული მოწყობილობები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების კიდევ 37 ადმინისტრაციულ ერთეულს (189 სოფელი) გადაეცა.