გორში პრიორიტეტების ჩამონათვალს ეკონომიკის განვითარება ემატება

210

2022 წლიდან საბიუჯეტო თანხები გორის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარებისთვისაც დაიხარჯება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლეებს.

2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრიდან გაირკვა, რომ ამ დრომე არსებულ 6 პრიორიტეტს მომავალი წლიდან კიდევ ერთი მათგანი დაემატება, რომლის საფუძველი გორის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობა გახდა.

“2022 წლიდან ემატება ეკონომიკის პრიორიტეტი. რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე გვაქვს, გამოვიტანეთ ცალკე. აქ იგულისხმება მუნიციპალური განვითარების სააგენტო და ტრანსპორტის სააგენტო”, – ამბობს დალი ტლაშაძე.

2022 წლისთვის ეკონომიკის განვითარებისთვის გორის მუნიციპალიტეტში 2 მლნ 865 ათასი ლარია გათვალისწინებული.

2022 წლისთვის გორის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების ჩამონათვალი და პირველადი ვერსიით გათვალისწინებული თანხები: