კომპანიამ, რომელსაც გორის მერიამ 8000 ლარი ჩაურიცხა, იმავე დღეს დირექტორის სახით ორმაგი თანხა ,,ქართულ ოცნებას” შესწირა

791

2021 წლის 23 აგვისტოს ორი ტრანში განხორციელდა. თუნუქის სანაცვლოდ, გორის მერიამ (კეთილმოწყობის სააგენტოს ბიუჯეტიდან) 8000 ლარი გადაურიცხა. იმავე დღეს, კომპანიის დირექტორმა, ილია აღდგომელაშვილმა “ქართული ოცნებას” 15 000 ლარი შესწირა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია საჯაროა. პარტიისთვის თანხის გადარიცხვის თაობაზე, ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა, ხოლო გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოსგან გადარიცხვის გადარიცხვის ქვითარი გამოქვეყნებულია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

გორის კეთილმოწყობის სააგენტომ თუნუქი იყიდა 2021 წლის 8-9 აგვისტოს ქარის სტიქიისგან დაზარალებული კორპუსების გადარიცხვის მიზნით. ეს კომპანიაა – ,,ნინი”

გარდა ამ კომპანიისა, ილია აღდგომელაშვილი ხელმძღვანელობს სხვა კომპანიებსაც: ,,ანა”, ,,ბაზა” და ,,ალბინა”

ეს კომპანიები სხვადასხვა პროფილისაა:

ეს კომპანიები ყიდის სამშენებლო მასალებს – მათ შორის, ქვიშა-ხრეშს, ხოლო კომპანია ,,ალბინა” – ხის მასალებზე მუშაობს, ატენში.

სკოლები და სხვადასხვა დაწესებულებები მისგან ხის მასალებს ყიდულობენ.