ლონდონში, ვესტმინსტერის რაიონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის ბიუსტი დადგეს. "კარაქის ბორისი“- ასე უწოდა მოქანდაკე პრუდენს სტეიტმა ბიუსტს, რომელსაც 15 კილოგრამი ნაღების კარაქისგან 5 დღე ამზადებდა.
პრუდენსის თქმით, ბიუსტი 100 000 კალორიას შეიცავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ.
სუს-ში განმარტავენ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი არ მიმდინარეობს.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება.
უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი არ მიმდინარეობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ...
წინა სტატია
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი აცხადებს, რომ ის შეთქმულების მსხვერპლია. მისი თქმით, სუს-ი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ერევა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
გრიგოლ ივანეიშვილის სასამართლო პროცესი თბილისში მიმდინარეობს. როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გრიგოლ ივანეიშვილმა განაცხადა, ის უდანაშაულოა, შეთქმულების მსხვერპლია და ქრთამის აღება მისთვის მიუღებელია.
"მე აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ. ერთი პროცენტითაც თავს დამნაშავედ რომ ვგრძნობდე,...
წალენჯიხის სოფელ ჩქვალერში, ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
წალენჯიხის მერიის ცნობით, სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ლუდუკ ხასია და დავით ვერავა, მათთან ერთად იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია.
გეგმის მიხედვით, ბეტონის საფარის, მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა განხორციელდება.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 797 829 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული...
შქერნალის, ლოდიძირისა და საკამბეჩოს 275 მოიალაღე, მომავალი სეზონიდან ახალი ელექტროგადამცემი ქსელით ისარგებლებს, - აცხადებენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
"პროექტის ფარგლებში, არსებულ 10 კვ-იან ელექტრომომარაგების ქსელს დემონატაჟი ჩაუტარდა და ახალი ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყო", - განმარტავენ მერიაში.
პროექტის სახელშეკრულება ღირებულებამ, რომელსაც შპს "ენერგო გზა" აწარმოებდა, 255 931 ლარი შეადგინა.
საბავშვო ბაგა-ბაღების ავტორიზაცია, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეკითხვას, რომელიც ბაღების ავტორიზაციას შეეხებოდა.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ავტორიზაცია რამდენიმე კომპონენტთან არის დაკავშირებული და გარდა იმისა, რომ რესურსია საჭირო, საჭიროა გარკვეული დროც.
„დროა საჭირო იმისთვის, რომ საბავშვო ბაღების დიდ ნაწილს ჩაუტარდეს გარკვეული სარეაბილიტაციო და სარეკონსტრქუციო სამუშაოები, რათა შეძლონ ავტორიზაციის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილება. დიდი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ერთად, ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა.
ზუგდიდის მერიის ცნობით, მიმდინარე წელს განხორციელდა 500 000 ლარის სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 175 გრძივ მეტრ გზას. დაიგო ბეტონის საფარი.
სამუშაოების მეორე ეტაპი 2020 წელს განხორციელდება. რეაბილიტირდება 1 600 მეტრი სიგრძის გზა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება...
დაბა ლენტეხის საბავშვო ბაღს, რომელშიც წელს სკოლამდელ განათლებას 70-მდე აღსაზრდელი მიიღებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების ფარგლებში განახლდა საბავშვო ბაღის დაზიანებული სახურავი და შეიღება ფასადი. გარდა ამისა, გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, დერეფნები და დარბაზი.
"ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "ჯორჯიან ბილდინგ კომპან-მა" შეასრულა და ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 324 626 ლარი დაიხარჯა", - ამბობენ მერიაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული ბაღის მეორე ფლიგელის რემონტი, 2020...
სენაკის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 8 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
სენაკის მერიის ცნობით,ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც 32 000 ლარი გამოიყო: მუხურის უბანში - ორი ჭაბურღილის კეთილმოწყობა;მუხურის უბანში - სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება;
მუხურის უბანში - მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა;მუხურის უბანში - მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; მუხურის უბანში - გარე განათების ქსელის მოწყობა; მუხურის უბანში -...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუდან სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე 2 260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, 738 992 ლარს შეადგენს.
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც შპს "პალადა“ აწარმოებს, ნოემბრის თვეში დასრულდება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარობს. რეაბილიტაცია გზის 1 კმ-მდე მონაკვეთს უტარდება.
გზის ზედაპირი პროექტის მიხედვით არმირებული ბეტონის საფარით მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ტაბაკინის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 235 629 ლარია.
გზის კეთილმოწყობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალპედე“...
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ბეკმისა და გვერდისუბნის დასახლებებში, გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პროექტით 1 500- ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე და დამსვენებელი ისარგებლებს, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.
"პროექტი ორწლიანია, მთლიანად მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში 960 555 ლარს ითვლის", - ამბობენ ხაშურის მერიაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, შეხვედრის მიმდიარეობისას მხარეებმა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით შიდა გზებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს და ამ მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
"მუნიციპალიტეტის მხრიდან, მერთან ერთად შეხვედრას მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი ხაშურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულად გაუმჯობესებაა", - აცხადებენ ხაშურის მერიაში.
შორაპნის ციხე-სიმაგრეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ზესტაფონის მერის ცნობით, შემუშავებულია ტერიტორიის აღდგენისა და განვითარების კონცეფცია, პროექტის ფარგლებში გამაგრდება ციხის გალავანი, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება მუზეუმები და აღდგება შუა საუკუნეების გვირაბი.
მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება საცხოვრებელი სახლების რესტავრაციაც, ასევე მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
პროექტის განხორციელების შედეგად შორაპანი ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო გახდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტირების პროცესი სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლოდან დაიწყება.
ქალაქ ახალციხეში მლაშიხევის არხის (არსებული კოლექტორიდან წმ. დავითისა და კონსტრანტინეს ქუჩამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კოლექტორის რეაბილიტაციით მიმდებარე დასახლებაში, რუსთაველისა და გვარამაძის ქუჩების მაცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება.
მატივე ცნობით, პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაგინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 657 340 ლარს შეადგენს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო.
სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "ჯავა“ აწარმოებს.
"სოფელ წინარეხის ამჟამინდელი საჯარო სკოლა 1882 წელს საქართველოში წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ იქნა დაარსებული. დღეს სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული", - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































