წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, 11 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი 2 მონაკვეთად იყო დაყოფილი. ერთ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მეორე მონაკევთზე მცირე სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.
უწყების ცნობით,სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძალიან იყო დაზიანებული და ამჟამად გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები მიმდინარებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მილიონი ლარს შეადგენს.
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის კეთილმოწობას,...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში, მოსახლეობასთან „ღია შეხვედრების“ დროს დასახელებული პრობლემების მოგვარება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფელ საყუნეთის მოსახლეობას 18 სექტემბერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ერთ-ერთ საკითხად სოფელში გარეგანათების პრობლემა დაასახელა, რომელიც სულ მალე გადაიჭრება. სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტის ფარგლებში...
გადაცემა "პირდაპირ აგროგარემოში"
გადაცემის სტუმრები არიან საქართველოს მედია-კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კოკა კიღურაძე.
თვითმმართველობებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გამოსვლა ძალიან უცნაური იყო, – განაცხადა ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„ჩვენ კოლეგები ვიყავით კანცელარიაში და ამ საკითხზე რამდენჯერმე გვქონდა ნასაუბრები. მაშინ გიორგი ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე იყო და მან რამდენიმე სიტუაციაში ძალიან კარგად დაინახა, რეგიონებში როგორ შეფერხდა პროექტების განხორციელება და ძალიან წუხდა ამაზე. ჩემი აზრით, მისი გამოსვლა ძალიან უცნაური გამოსვლა იყო....
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ "ახალი ტფილისის“ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში რომის ქუჩის N4-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: შენობის საძირკვლის გამაგრება; დაზიანებული ღიობების მოჩარჩოება-გამაგრება; შენობის სახურავის შეფიცვრის შეცვლა-აღდგენა; სახურავის თუნუქის საფარის შეცვლა; გუმბათის რესტავრაცია; სახურავის წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა; ფასადის დეკორატიული ელემენტების აღდგენა ავთენტური სახით; ფასადის დაზიანებული ნალესობის მოხსნა, ხელახლა შელესვა და შეღებვა, კვლევის შედეგად...
წინა სტატია
ფოთის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასასრულებლად ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, წინადადებების მიღება 27 ნოემბრიდან დაიწყება და 2 დეკემბერს, 15:00 საათზე დამთავრდება.
პროექტის მიხედვით, ფოთში უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენდეს. არენის რეაბილიტაცია 2016 წლიდან დაიწყო და პირველი ეტაპი სექტემბერში დასრულდა, ფეხბურთის ფედერაციამ ბუნებრივსაფარიანი მოედანი დააგო, ასევე აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთ...
მთაწმინდის ფერდობზე დაავადებული ხეების ჩანაცვლებისთვის ბიძინა ივანიშვილი 15 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში ფიჭვების დიდი ნაწილი დაავადებულია და საფრთხის შემცველია ჯანსაღი ხეებისთვის.
„მერიამ დაიწყო პროექტი და დაავადებულ ფიჭვებს ვჭრით, მაგრამ პრობლემა მასშტაბურია, სამწუხაროდ, დაავადება გადამდები და დამაზიანებელია ჯანსაღი ხეებისთვის. შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გვაქვს სხვადასხვა უბანში მოჭრითი სამუშაოები. მთაწმინდისა და კუს ტბის ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემაა....
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გორის მუნიციპალიტეტის მერს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ვასილისა ჯაბახიძემ ჟურნალისტებს გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 10 თვის სამივლინებო, წარმომადგენლობითი, საწვავის, ასევე გაცემული ჯილდოების და განახლებული ავტოპარკის ხარჯები წარუდგინა.
საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩამოთვლილმა ხარჯებმა 253 289 ლარი შეადგინა.
„გორის უსაქმურმა მერმა კოტე თავზარაშვილმა 10 თვეში დახარჯა...
თბილისის ღამის ეკონომიკის საკვლევად ტენდერი აღარ ჩატარდება. ამის შესახებ, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა. ღამის ეკონომიკის საკვლევად გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. თბილისის მერია 135 000 ლარის გამოყოფას გეგმავდა იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის კვლევის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმა მომზადებულიყო.
სერგი გვარჯალაძის განმარტებით, პრეტენდენტმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს ის მოთხოვნები რასაც თბილისის მერია ითხოვდა.
„განმცხადებელმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები....
ბაკურიანის და მიტარბის მოსახლეობა ბორჯომის მერიასთან აქციას მართავს, ადგილობრივები მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვენ. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.
აქციის მონაწილეები კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შეჩერებული აქვს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა.
აქციის მონაწილეებთან მივიდა ბორჯომის და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.
ამ დრომდე აქციის მონაწილეებს არ შეხვედრიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
"სოფლებში არიან გასულები. დაახლოებით...
საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმებსა და აბანოებს ღია, კონკურენტულ აუქციონზე შეიძენს. ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ჟურნალ entrepreneur-თან ინტერვიუში ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, საქართველოში მისი ბიზნეს პროექტები უფრო მეტად "საქველმოქმედო დატვირთვის" მატარებელია. ამასთან, ივანიშვილი ამბობს, რომ ის მზადაა საქართველოში არსებული ბიზნესები გაყიდოს. წყალტუბოს სანატორიუმთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ პროექტს სამი წლის განმავლობაში დაასრულებს.
"რაც შეეხება თქვენს შეკითხვას...
მე დავპირდი აბასთუმნის მოსახლეობას, რომ შევიძენ და დავურიგებ ელექტრომანქანებს. მუნიციპალური სერვისებისთვისაც კი ელექტრომანქანებს გამოვიყენებთ, – ამის შესახებ Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ წყალტუბოს პროექტის ინიცირება დიდწილად აბასთუმნის დადებითმა გამოცდილებამ განაპირობა. აბასთუმნის მაგალითმა გადააწყვეტინა, იგივე ტიპის, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება.
„როგორც ხედავთ, ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და იქ დღეს „პარაგრაფთან“ ერთად ხუთი ახალი მაღალი დონის...
სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება, – ამის შესახებ Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პასუხად კითხვაზე, როგორ და რა პირობით აპირებს, შეიძინოს წყალტუბოში არსებული სასტუმროები, როგორ აპირებს დასახელებული 22 სასტუმროდან კერძო მესაკუთრეებისგან შვიდი სასტუმროს გამოსყიდვას და თანამშრომლობის რა მოდელს სთავაზობს ბიზნესს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, იქნება ორი მთავარი მოთხოვნა.
„რაც შეეხება შეკითხვას წყალტუბოს ობიექტების გამოსყიდვის შესახებ, რა თქმა უნდა, სასტუმროები...
იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერი იქმნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრი წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც შპს „ჰერბიას“ მიერ, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და რეგიონში სასათბურე კლასტერის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წყალტუბო ყოველთვის იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი.
წყალტუბოში ახალი ტურისტული შესაძლებლობები ჩნდება. ჩვენ გვეყოლება ათობით...
ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიის გამწვანებას გეგმავს. როგორც ივანიშვილმა Entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება.
როგორც მან განმარტა, მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტი უმაღლესი დონის სპეციალისტმა, თემურ ტყემალაძემ დაამუშავა და შესთავაზა.
„გასული საუკუნის 40-60-იან წლებში თბილისის ფერდობების – მთაწმინდიდან – კუს ტბამდე –გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, დაირგო ბევრი უცხო, შემოტანილი სახეობა, მაგალითად ტუია, კიპარისი, ასევე...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ვაკიჯვარის, ბახვისა და ცხემლისხიდის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.
შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ -ის დირექტორმა, ედნარ ჩიტაძემ.
დღეის მდგომარეობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აღნიშნულ სოფლებში არ ოპერირებებს. დასახლებებში არსებული წყლის სისტემა მოძველებული და ამორტიზებულია, მოსახლეობის უმრავლესობა ჭის წყალს მოიხმარს, რომელიც ზაფხულში შრება და ადგილობრივებს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































