ავტობანზე სურამის, შორაპანისა და ზესტაფონის მონაკვეთებზე სავაჭრო სივრცეები მოეწყობა.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ჩქაროსნული ავტობანის ახალი მონაკვეთები დღეს არსებულ სავაჭრო ზოლებს გვერდს აუვლის, თუმცა იმისათვის, რომ ადგილობრივებისთვის შემოსავლის შენარჩუნება მოხდეს, კეთილმოწყობილი სივრცეების მოწყობა იგეგმება. სურამის მონაკვეთზე სიცრცე დაეთმობა ნაზუქებს, შორაპანში თიხის,თუ ხის ხელნაკეთ ნივთებს, ხოლო ზესტაფონში ყავის კაფეები შენარჩუნდება. „მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროება“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ...
2019 წლის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში მიწის გაყიდვიდან 11 მლნ ლარამდე შევიდა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ იანვარ-სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მიწის გაყიდვიდან ცხრა თვის საპროგნოზო მოცულობა 2.5 მლნ ლარი იყო, მაგრამ ფაქტიურად მიღებულმა თანხამ 10 მლნ 757 ათას 500 ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 430.3%-ია. ხაზინის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 68 მლნ...
E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაო პროცესის განახლების მიზნით, მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, გარდამტეხი პროგრესია მიღწეული ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე. წლის ბოლოს 5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება, ხოლო 2020...
პარლამენტში "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ" კანონპროექტი განიხილება, რომელიც ირიგაციის სექტორის რეფორმას ითვალისწინებს. დოკუმენტის ერთ–ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ სარწყავი წყლის ტარიფებს სავარაუდოდ, 2024 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) დაადგენს. ტარიფების დადგენამდე კი, ამ სექტორში ახალი ცნება შემოდის – ქვეყნის მასშტაბით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები უნდა ჩამოყალიბდეს, რომლებიც სასმელი წყლის დანიშნულების ადგილამდე მიტანას, მათ მართვაში არსებული საკომუნიკაციო სისტემების დახმარებით...
გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გადაწყდა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ცნობით, საზეიმო ცერემონია 8 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გლდანის მე-7 მკ/რ, ყოფილი რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაწყდა. პროექტის თანახმად, ახალ ცენტრში ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყობა, დამონტაჟდება 230 – 250 ლუქსიანი განათება, 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე წინა სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია კანალიზაციის ჭების, გამყვანი კოლექტორის და წყალარინების ქსელის მოწყობა. მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები 560 დევნილ ოჯახზეა გათვლილი. შესახლების შემდეგ, 1700-მდე მცხოვრები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოებს 128,549.38 ლარი მოხმარდება,...
video
JRC შენ მონაწილეობ, შენ ცვლი - მონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს თავად დაგეგმოს წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი. საპილოტე პროგრამაში თავდაპირველად საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი ჩაერთო. მონაწილეობითი ბიუჯეტირებით დაგეგმვა ჯერჯერობით ნებაყოფლობითი ხასიათისა და მისი სავალდებულოდ ქცევა საკრებულოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
რაჭანიუსი ავტორი ნატალი ნემსაძე პორტუ ალგრეს წარმატებული სტატრი და იდეა, რომელიც 1989 წლიდან ბევრ ქვეყანაში დიანერგა-მონაწილეობითი ბიუჯეტის არსი, ხელისშემშლელი ფაქტორები და პოსტ-საბჭოთა სოვრცის მახასიათებლები –  ინტერვიუ ირაკლი მელაშვილთან, ექსპერტთან თვითმმართველობის საკითხებში. როგორ ჩაეყარა საფუძველი მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეას? მონაწილეობითი ბიუჯეტირების პირველი აქტი  სამხრეთ ამერიკაში-ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრეში დაფიქსირდა. 1989 წელს მთავრობის  ცვლილების შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქალაქი საბიუჯეტო ერთეულებად დაეყო, თითოეული მათგანისთვის გამოეწყო თანხები და მოსახლეობისთვის...
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი სოფელ შუაფხოში, მაღაროსკარსა და ბარისახოში ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას შეხვდნენ. ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადილობრივ საჭიროებებს გაეცნენ და სოფლებში მიმდინარე პროექტები მოინახულეს. დუშეთუის მერიის ცნობით, დასრულებული სამუშაოების ცამონათვალი ასეთია: გარემონტდა სკოლა-პანსიონი ბარისახოში და საჯარო სკოლა მაღაროსკარში; დასრულების ეტაპზეა მაღაროსკარის სკოლა-პანსიონის რეაბილიტაცია; აშენდა რძის გადამამუშავებელი საწარმო...
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 836 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა. მცხეთის მერიის ცნობით, წილკნის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ  36 000 ლარი გამოიყო. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ: წილკანი - საბავშვო ბაღის შემოღობვა; ერედა - სასმელი წყლისსისტემის მოწესრიგება; ერედა - შიდა საუბნო გზების...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ წარჩინებული პირველკურსელების გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. 20 პირველკურსელს, რომელთაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დაამთავრეს და 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ ძირითად საგანში:ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენასა და უნარებში ჯამში ყველაზე მაღალი ქულა დააგროვეს, ადგილობრივი ხელისუფლება 500 ლარით დააჯილდოებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, საჯარო სკოლის ატესტატის ასლი და დოკუმენტი ქულების შესახებ (გამოცდების ეროვნული ცენტრიდან) უნდა...
გორის მუნიციპალიტეტის მერიას გორის საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" ინიციატივით მიმართავენ, რითიც სოფელ შინდისში სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობას მოითხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, ამ სოფელში მოსახლეობას ჯანსაღი წესით ცხოვრების კუთხით ხელშეწყობა სჭირდება და ამას ისინი პირად საუბრებშიც აღნიშნავენ. "მერიაში შევდივართ ინიციატივით რომ სოფელ შინდისში მოეწყოს სკვერი ღია ფიტნეს ტრენაჟორებით. ეს იქნება სივრცე სადაც ადამიანებს ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს როგორც ასაკიანებს ისევე...
გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციოდ მერიამ 128 057 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რეაბილიტაციის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ დარბაზს არ აქვს თერმო ბარიერი, რომელიც ზამთარში გათბობის ეფექტურობას უზრუნველყოფდა. ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოები 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოესწროს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის ოქტომბრის თვეში 23 862 ლარი დახარჯა. ახმეტის მერიის ცნობით, მათ მიერ გაცემული დახმარების ჩამონათვალი ასეთია: დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 6 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 1 140 ლარის ღირებულების მედიკამენტები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებს (1 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის გადასახადი - 100...
ავტორი ეკატერინე ბასილაია საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების გაუმჭირვალე სქემა, დაწინაურება/წახალისების არამკაფიოდ განსაზღვრული და არათანმიმდევრული მიდგომა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაუმჭირვალობა, პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დანიშვნა/გათავისუფლება, - ეს არის ის პრობელემები, რაზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ხარვეზების ანალიზისას PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარები მივიდნენ. კვლევის პრეზენტაცია 5 ნოემბერს სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ გაიმართა. ორგანიზაციის აფილირებული მკვლევარის, გიორგი აბაშიშივილის თქმით, კვლევა აანალიზებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს...
დედოფლისწყაროში "ნაციონალური დელიკატესი ND-ს” ბრენდის სახელით წარმოებული მწვადის და ლორის მზა საკვების წარმოება დაიწყო. კომპანიაში განმარტავენ, რომ პროდუქტი განსხვავებული შეფუთვით, 100%-ით ნატურალურია და ჯანსაღი ინგრედიენტებით დამზადებული. "ნაციონალური დელიკატესი ND-ის" მიერ შექმნილი პროდუქცია წარმოადგენს მზა, 100% -ით ნატურალურ, სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ საკვებს, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნედლი ხორცითა და ბოსტნეულით. ჩვენი პროდუქტი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ