გლდანში საფეხბურთო ცენტრი აშენდება – მოედნებს ბავშვები უსასყიდლოდ გამოიყენებენ

971

გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გადაწყდა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ცნობით, საზეიმო ცერემონია 8 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გლდანის მე-7 მკ/რ, ყოფილი რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაწყდა. პროექტის თანახმად, ახალ ცენტრში ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყობა, დამონტაჟდება 230 – 250 ლუქსიანი განათება, 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

ღონისძიებას სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და თბილისის მერი, კახა კალაძე გლდანის რაიონის გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაესწრებიან.