გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ წარჩინებული პირველკურსელების გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა.
20 პირველკურსელს, რომელთაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დაამთავრეს და 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ ძირითად საგანში:ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენასა და უნარებში ჯამში ყველაზე მაღალი ქულა დააგროვეს, ადგილობრივი ხელისუფლება 500 ლარით დააჯილდოებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, საჯარო სკოლის ატესტატის ასლი და დოკუმენტი ქულების შესახებ (გამოცდების ეროვნული ცენტრიდან) უნდა წარდგინონ.
“დაინტერესებულმა პირებმა, დოკუმენტაცია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების განყოფილებაში 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
საკრებულოში შექმნილი სპეციალური კომისია შეისწავლის შესულ განაცხადებს და წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად 20 წარჩინებულ პირველკურსელს გამოავლენს, რომელთაც თვითმმართველობის მიერ წამახალისებელი ფულადი ჯილდო გადაეცემათ”, – განმარტავენ მერიაში.