ოპოზიცია გორის მერიას შინდისში სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობას სთავაზობს

621

გორის მუნიციპალიტეტის მერიას გორის საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” ინიციატივით მიმართავენ, რითიც სოფელ შინდისში სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობას მოითხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, ამ სოფელში მოსახლეობას ჯანსაღი წესით ცხოვრების კუთხით ხელშეწყობა სჭირდება და ამას ისინი პირად საუბრებშიც აღნიშნავენ.

“მერიაში შევდივართ ინიციატივით რომ სოფელ შინდისში მოეწყოს სკვერი ღია ფიტნეს ტრენაჟორებით. ეს იქნება სივრცე სადაც ადამიანებს ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს როგორც ასაკიანებს ისევე ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით! იმედია გუბერნატორის ყურმოჭრილი მონა ბატონი კოტე ამჯერად მაინც განახორციელებს ახალგაზრდებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს და არ შეინარჩუნებს მდუმარე სირაქლემის პოზას!”, – აღნიშნავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის: წევრი გორის საკრებულოში ბექა ქორჩილავა.