პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ქანდაკება აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. 5-მეტრიანი ქანდაკება პირველი რესპუბლიკის მოედანზე შადრევანში განთავსდა. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს. ქანდაკება იტალიაში, ავტორის სახსრებით დამზადდა და იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადაეცა. ქართველმა მოქანდაკემ...
რაჭანიუსი ავტორი ნატალი ნემსაძე როგორ გავხდეთ მონაწილეობითი ბიუჯეტის მონაწილე? პროექტის მიზანია ბიუჯეტი უფრო მეტად მიესადაგებოდეს ხალხის რეალურ საჭიროებას. იდეის განსახორციელებლად კი აუცილებელია ხალხის მონაწილეობა. ონის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ ათთაგან, სადაც პროექტი საპილოტე რეჟიმში ინერგება. მეტი პასუხი საკითხზე, ინტერვიუში საქართველოს მედია-კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილთან. რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში? მონაწილეობითი ბიუჯეტირება უპირველესად ითვალისწინებს მოქალაქის მონაწილეობას და ჩართულობას ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. იმის...
საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტია, რომლებიც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ მოამზადეს. განხილვები ოპოზიციის კანონპროექტით დაიწყება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ...
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფოს ამოცანაა, წყალტუბოს კურორტი სრულმასშტაბიანად 2024 წლიდან ამოქმედდეს. "ჩვენი ამოცანაა, რომ კურორტი 2024 წლიდან უკვე ამოქმედდეს", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას წყალტუბოს განვითარების კონცეფციაზე. მინისტრის განცხადებით, მთავრობა წყალტუბოში არსებულ სახელმწიფო ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შესთავაზებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, ოფიციალური შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი...
შიდა ქართლში ყველაზე მაღალ ნაძვის ხეს გორში დადგამენ. გორის ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრი იქნება. ამის შესახებ შიდა ქათლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა საახალწლო აქსესუარების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. 12 მეტრიან ნაძვის ხეს იყიდის კასპის მუნიციპალიტეტი. ეს იქნება რეგიონში სიმაღლით მეორე. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა და ის გიორგი სააკაძის სახელობის სკვერშო დაიდგემვა. აქამდე კასპის მთავარი ნაძვის ხის...
გორის საკრებულოს დეპუტატები პლანშეტების, სკამების და კარადების ყიდვას ითხოვენ. აღნიშნულის საჭიროებაზე ყურადღება ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაამახვილა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. საკრებულოს სხდომას მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი ესწრებოდა. დამატებითი ტექნიკის და ინვენტარის შეძენის თხოვნით, დეპუტატმა ირმა ამბარდნიშვილმა სწორედ მას მიმართა. "პლანშეტები გვიყიდეთ. სკამები და კარადებიც არ გვაქვს, სამფეხა სკამზე ვზივარ", - თქვა ირმაამბარდნიშვილმა. საკრებულოს წევრის მოთხოვნას სამსახურის უფროსმა იქვე უპასუხა და...
წინა სტატია ბათუმის მერიას პროექტის - "შენი იდეა ბათუმს" ფარგლებში 4-კილომეტრიანი სუფრის გაშლას სთავაზობენ. იდეის ავტორის გიორგი დოლიძის თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმში მსოფლიო რეკორდი დამყარდება და გაიზრდება, როგორც ქვეყნის ეროვნულ ღირებულებები, ისე ინტერესი აჭარის რეგიონის მიმართ. ამასთან, დოლიძის განცხადებით, რეგიონი აღმოჩნდება მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ და ბათუმის ისტორიას შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი. "ბათუმობის კვირეულში, მაშინ, როდესაც ქალაქი ემზადება ტურისტული სეზონის...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთამდე ახალი ასფალტი დაიგო. სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. ახალი გზა სოფელ ფციდან იწყება. "გარდა გზის მოასფალტებისა, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ 500-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს ახალი ინფრასტრუქტურით. სოფელ ღოღეთში დასრულდა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით რეაბილიტაცია ჩაუტარადა მინი სტადიონს," - აცხადებენ მერიის პრეს-სამსახურში.
საქართველოს მთავრობა წყალტუბოს კურორტის მარკეტინგულ კამპანიას დაიწყებს. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მთლიანად კურორტის პოპულარიზების სამუშაოს ვერცერთი კონკრეტული ინვესტორი სრულად ვერ მოახდენს, რის გამოც ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. “ჩვენ ამ მარკეტინგულ სტრატეგიას აქტიურად განვახორციელებთ, რათა წყალტუბო გახდეს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ცნობილი ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავამ წყალტუბოს კურორტთან მიმართებით დაასახელა...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე მუზეუმების ტურისტულ მარშრუტში ჩასმა იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მუზეუმებში განმარტავენ, რომ კახეთში ჩასული ტურისტები ძირითადად მარნებს, აგროტურისტულ ცენტრებს და საოჯახო სასტუმროებს სტუმრობენ, სხვა ტიპის მუზეუმების შესახებ კი არაფერი იციან. ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის მენეჯერი, როზა აფციაური ამბობს, რომ ტურისტების რაოდენობა მცირეა, რადგან ვაჩნაძის სახლმუზეუმი საქართველოს ტურისტულ მარშრუტში არ არის შეყვანილი. "ბოლო სამი წელია შემოდიან ჩვენთან უცხოელი ვიზიტორები. მაგრამ აღსანიშნავია...
შემდეგი სტატია ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად შესახლებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მალე დაიწყება. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო შესყიდვა მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს გამოცხადდება. „ეს იყო ყველაზე დიდი სოციალური გამოწვევა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა როგორც მოქალაქეებს, ასევე მთლიანად რეგიონს. გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, უკვე დასრულდა პროექტირება და დღესვე გამოვაცხადებთ სახელმწიფო შესყიდვას და გადავალთ შესყიდვების...
2019 წლის ათი თვის მონაცემებით ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან იმაზე მეტი თანხაა დახარჯული, ვიდრე ფონდში მთლიანად იყო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. მერის სარეზერვო ფონდი 2019 წელს 500 ათასი ლარით განისაზღვრა. როგორც გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად, ქუთაისის მერიიდან "ნიუპრესს" უპასუხეს,  2019 წელს ქუთაისის სარეზერვო ფონდიდან გახარჯულია 544 173.13 ლარი. ამ თანხაში მითითებული არ არის ის 22 ათასი,  რომელიც სარეზერვო ფონდში დამატებით გადაირიცხა...
ჭიათურაში შუქრუთის მაღაროსთან მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შესასვლელში დგანან და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" მადნეულის მოპოვების საშუალებას არ აძლევენ. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს. მათი თქმით, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიწა ცურავს, რის გამოც დაბზარულია მათი საცხოვრებელი სახლები და ეკლესია. მოსახლეობის ინფორმაციით, კომპანია ზარალის ანაზღარებას დაზარალებულებს თვენახევრის წინ დაჰპირდა, თუმცა პირობა დაარღვია. ადგილობრივები დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ. აქცია სოფელ შუქრუთში მეხუთე დღეა მიმდინარეობს.
წინა სტატია სამი დღის წინ დაკავებული ქობულეთის მერიის ოთხი თანამშრომლიდან სამს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ავთანდილ ნემსიწვერიძის ასაკი, ჯანმრთელობისა და ოჯახის მდგომარეობა გაითვალისწინა. დაკავებულებს ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებას ედავება. ისინი სოფლების საჩინოს, ქაქუთისა და ხალას რწმუნებულები იყვნენ და ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ინსპექტირება ევალებოდათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საზოგადოებრივი...
წინა სტატია წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, 2019 წლის შეფასებით, 15 სასტუმროს ფასი 47.5 მლნ ლარია, თუმცა რა ღირებულებით გაიყიდება ეს ქონება, ღია აუქციონზე განისაზღვრება. "ჩვენ ქონებას ბიზნესს...
თბილისის N126 ბაგა-ბაღმა 6-თვიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, აღსაზრდელები მიიღო. საბავშვო ბაღის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო - მისი დერეფანი დარღვევით იყო ამოშენებული, რაც საფრთხეს წარმოადგენდა კონსტრუქციული მდგრადობის თვალსაზრისით. მძიმე მდგომარეობაში იყო სააღმზრდელო ჯგუფების ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები. გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტის პარალელურად, განხორციელდა შიდა სამღებრო სამუშაოებიც, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობის, სახანძრო უსაფრთოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები. რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა ბაღის ეზოს გზის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ