შიდა ქართლში ყველაზე მაღალ ნაძვის ხეს გორში დადგამენ

960

შიდა ქართლში ყველაზე მაღალ ნაძვის ხეს გორში დადგამენ. გორის ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრი იქნება. ამის შესახებ შიდა ქათლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა საახალწლო აქსესუარების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა.

12 მეტრიან ნაძვის ხეს იყიდის კასპის მუნიციპალიტეტი. ეს იქნება რეგიონში სიმაღლით მეორე. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა და ის გიორგი სააკაძის სახელობის სკვერშო დაიდგემვა. აქამდე კასპის მთავარი ნაძვის ხის ფუნქციას რკინის კონსტრუქცია ითავსებდა, რომელიც ნეონის ნათურებით იყო განათებული.

10 მეტრიან ნაძვის ხეს დადგამენ ქარელში ადმინისტრაციული შენობის წინ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნაძვის ხე 2015 წელს იყიდა. მანამდე კი მერიის შენობასთან მდებარე ცოცხლა ნაძვს რთავდნენ.

ბოლო ადგილი ხაშურს ერგო, 8 მეტრი სიმათლის ნაძვის ხე საახალწლოდ მოირთვება და ის დიმიტრი ყიფიანის სკვერში დაიდგმევა.