video
მარნეულის მუნიციაპლიტეტში, წითელსოფელში, მიმოფანტული სამშენებლო მასალები თითქმის ყველა ქუჩაზე ყრია. მომწამვლელი აზბესტი გარეთ მოთამაშე ბავშვებისთვისაც მარტივად ხელმისაწვდომია, მოსახლეობა კი უკვე სამი თვეა სიცოცხლისთვის საშიში ნარჩენების გატანას უშედეგოდ ელის. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირა“ ავრცელებს. 11 ივლისს, მარნეულში ძლიერი სტიქიური მოვლენის შედეგად, წითელსოფელსა და კიდევ რადმენიმე სოფელში 391 სახლის სახურავი დაზიანდა. საქართველოს მთავრობამ იმ ოჯახებისათვის ვისი სახლის სახურავიც დაზიანდა,...
წინა სტატია ავტორი ეკატერინე ბასილაია “ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის“ პროექტში ჭიათურელი ახალგაზრდების სამი გუნდი მონაწილეობს. იდეების ადგილობრივებისთვის გაცნობა-პრეზენტაცია უკვე ჩატარდა, ხოლო რომელი იდეა ჩაითვალა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველაზე საინტერესოდ, ეს 16 ნოემბერს კულტურის სახლში, კენჭისყრის შემდეგ, გამოვლინდება.  პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხუთ ქალაქსა და ერთ დაბაში ხორციელდება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იფიქრონ იმაზე, თუ რა სჭირდება მათ ქალაქებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს...
გორის მე-17 საბავშვო ბაღის შენობის ნაწილს რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები 100 კვადრატულ მეტრ ფართობში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, რემონტი უტარდება მეორე სართულზე საბავშვო ოთახებს, პირველ სართულზე სამზარეულოს და ორივე სართულზე სველ წერტილებს. როგორც მერიაში ვარაუდობენ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სააღმზრდელო დაწესებულება აღსაზრდელების კონტიგენტის გაზრდას შეძლებს. ინფორმაციისთვის, შენობის ნაწილი, სადაც სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წლების მანძილზე დევნილებს ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ოჯახები ბინებით უკვე დაკმაყოფილდნენ. პროექტის ღირებულება...
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად ჩანაცვლების შემდეგ მგზავრობის საფასური არ შეიცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში მაია ბითაძემ განაცხადა, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური პროექტების სუბსიდირებას მომავალშიც გააგრძელებს. “ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არ იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის მატება. სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს სუბსიდირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ კაპიტალურ ინვესტიციას ვახორციელებთ და მომავალ წელსაც განვახორციელებთ. სახელმწიფო ასუბსიდირებს როგორც მეტროს,...
თბილისის მერია 2020 წელს ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია-მოდერნიზებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე უკვე დაწყებულია. „მომავალ წელს ვაპირებთ ვაჟა-ფშაველას გამზირის მოდერნიზებას, თუმცა არ გვაქვს წინასწარი ინდიკაცია, რომ იქ შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი გახდეს მოძრაობა. რეაბილიტაცია იგეგმება. უკვე დავიწყეთ ტექნიკური დავალების მომზადება ტრანსპორტის ნაკადების მოდელის გაკეთებაზე“, - განაცხადა...
ქალაქ თელავში მოხუცებულთა პანსიონატი “ლიმენა” გაიხსნა. პანსიონატი სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს მოემსახურება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. პანსიონატის მმართველის, მაია ქეთელაურის განმარტებით, იმ ხანდაზმულებს, რომლებსაც არ აქვთ სახლი ან აქვთ, მაგრამ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, შეუძლიათ მივიდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოში, მიაწოდონ ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ და მივიდნენ პანსიონატში, სადაც დახვდებათ თბილი და ოჯახური გარემო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პანსიონატში ორი ხანდაზმული ცხოვრობს. ,,თელავში, 9...
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 2020 წლის მაისში ჩატარდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ზაქარია ყარასაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება. ,,ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიიღო ცნობად საკრებულოს გადაწყვეტილება. შუალედური არჩევნები მაისში იქნება. კონკრეტულ თარიღზე გამოიცემა განკარგულება არჩევნებამდე 50 დღით...
ქუთაისში საახალწლო ნობათის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში, ერთი კვირის დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. ქუთაისის მერიამ შპს „გიორგი 2019“-ს,  რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა, 56 200 ლარიანი ხელშეკრულება ერთ კვირაში, ამავე წლის 5 ნოემბერს გაუფორმა. ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ საახალწლო ნობათი 2000 ბენეფიციარისთვის უნდა შეიძინოს. სატენდერო პირობების მიხედვით, თითო შეფუთვაში უნდა იყოს გაყინული ქათამი, შაქარი, შედედებული რძე, ზეთი,...
ქუთაისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ ბრეგაძე წარმოუდგენლად მიიჩნევს ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერიაში სარეზერვო ფონდიდან იმაზე მეტი თანხა დახარჯეს, ვიდრე ეს გეგმით არის  გათვალისწინებული. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. „სარეზერვო ფონდს აქვს თავის განმარტება, რა შემთხვევაში შეიძლება თანხის გახარჯვა. წარმოუდგენელია, ხაზინასთან შეუთანხმებლად ხდებოდეს გეგმაზე ზემოთ თანხის გაშვება, თუმცა არ გამოვრიცხავ, ასეთი ტიპის გადარიცხვები ხდებოდეს და გეგმას აჭარბებდეს ხარჯი. ეს ადამიანები...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი იმყოფებოდნენ ფცის ადმინისტრაციულ ერთეულში. დაათვალიერეს ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ: ფცა-ღოღეთის დამაკავშირებელი გზის ასფალტირება-რეაბილიტაციისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ასევე, დაათვალიერეს სოფელ ღოღეთში დასრულებული ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი. პროექტი განხორციელდა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის...
წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. ოქრიაშვილის თქმით, გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებს, თუმცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მისი ხმა არ ექნება. „გუშინწინ ესპანეთში იყო მორიგი რიგგარეშე არჩევნები, ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ და მაინც შედეგი ვერ დადო ვერც ერთმა პარტიამ. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს არ ეყოლება ძლიერი ცენტრალური...
რუსთავში ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის ცენტრი იხსნება. პროექტის განხორციელებაზე რუსთავის ინოვაციების ჰაბი ჰოლანდიურ კომპანია Effect AI-სთან ერთად მუშაობს. როგორც ჰაბის ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ცენტრი მუშაობას იანვრის ბოლოსთვის დაიწყებს. "ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის ცენტრი იქნება პატარა ოფისში, სადაც დაიდგმება შესაბამისი აღჭურვილობა. ამ ეტაპზე, პროექტში ჩართული იქნება ათამდე ახალგაზრდა, რომლებიც ისწავლიან ხელოვნურ ინტელექტთან და ბლოკჩეინთან მუშაობას, და ასევე გარკვეულ...
მარტვილის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამი ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა. სერგიეთის, ინჩხურის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშო ბაღები სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან ოთარ დანელიასთან და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად გახსნა. არსებულ სოფელში საბავშვო ბაღები აქამდე არ ფუნქციონირებდა და მშობლებს ბავშვები მეზობელ სოფლებსა და მარტვილის ცენტრში არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებში დაჰყავდათ. საბავშო ბაღების მშენებლობისთვის...
საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვას იწყებს. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტია. ერთი მმართველმა გუნდმა, ხოლო მეორე ოპოზიციამ მოამზადა. განხილვები ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით დაიწყება, რომლითაც გათვალისწინებულია არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ...
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, შესაძლოა, უმრავლესობის რიგებიდან ყველამ არ დაუჭიროს მხარი. კახიანის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს შესაძლოა, დღესვე უყარონ კენჭი, თუკი დარბაზში კვორუმი შედგება. „უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო ბარიერი არ იქნება, იარსებებს ე.წ. ბუნებრივი ბარიერი და არ იარსებებს საარჩევნო ბლოკი. აღნიშნულზე ჩვენ ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს. მთელი განხილვების განმავლობაში ოპოზიციისგან...
საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. "აშშ-ის საელჩო საქართველოში, 12 ნოემბერს, ჯვრის მონასტრის პროექტს, 2019 წლის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადებს. პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გადაეცემა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, რომელიც სხვადასხვა პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის დახმარებით განახორციელებს სამუშაოებს. პროექტის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ