გორის მე-17 საბავშვო ბაღის შენობის ნაწილს რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები 100 კვადრატულ მეტრ ფართობში მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, რემონტი უტარდება მეორე სართულზე საბავშვო ოთახებს, პირველ სართულზე სამზარეულოს და ორივე სართულზე სველ წერტილებს. როგორც მერიაში ვარაუდობენ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სააღმზრდელო დაწესებულება აღსაზრდელების კონტიგენტის გაზრდას შეძლებს.
ინფორმაციისთვის, შენობის ნაწილი, სადაც სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წლების მანძილზე დევნილებს ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ოჯახები ბინებით უკვე დაკმაყოფილდნენ. პროექტის ღირებულება 39 832 ლარს შეადგენს.