"როცა ქვეყანა საოკუპაციო ხაზზე არსებულ დაძაბულობას ყოველდღიურად უმკლავდება და, ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს; როცა საზოგადოება იარებს იშუშებს და ეკლესიაზე უმძიმესი შეტევების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ ეძლევა, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს და ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის მცდელობისათვის", - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას.
ერთდღიანი...
დანაპირებს შევასრულებთ და პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავალთ, - ასე გამოეხმაურა ერთდღიანი დუმილის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ჩავარდნილ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
"პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიის თვალსაზრისით. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გვინდოდა განხორციელებულიყო. ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ ის კონსტიტუციაში დევს. ჩვენ პროპორციული სისტემა 2024 წლიდან გვექნება" - უთხრა...
მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციის პროცესი დეკემბერში დასრულდება - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„დედაენისა და 9 მარტის ბაღები ერთმანეთს დავაკავშირეთ გვირაბით, რომელიც საფეხმავლო იქნება. ადრე თუ კიბეებით უნდა ამოსულიყავი ერთი ბაღიდან, გადაგეკვეთა გზა და ჩასულიყავი დედაენის ბაღში, ახლა დაკავშირება გვირაბით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება სამუშაოებს, საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით ნოემბრის ბოლოს იქნება დასრულებული: ქვედა ფენები მოეწყობა ავტომობილით...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე-ფაქტო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო რესის ინფორმაციით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ დამდგარა და გამოძიება გრძელდება.
მათივე ინფორმაციით, 9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ შპს ,,ჩიკას" ფინჯნები და კოვზები დაიწუნა. ამის გამო, კომპანიის წარმომადგენელმა ლალი ჩიქოვანმა სააგენტოს უჩივლა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
საუბარია დაახლოებით 13 ათასი ლარის ღირებულების ნივთებზე, რომლის მიწოდებას ,,ჩიკა" გეგმავდა.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენელი გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ კომპანიამ ინვოისში აღნიშნული არ მიუთითა ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ და სუბიექტი თუ ვისთვის გაიცა ინვოისი.
"საგულისხმოა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად...
აღმაშენებლის ქუჩაზე ფიჭვის ხეების ნაწილი ხმება. როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, სავარაუდოდ მცენარეების ხმობა ამინდით, კერძოდ კი, მაღალი ტემპერატურით არის გამოწვეული, რადგან მსგავსი პრობლემა სხვა ლოკაციებზეც შეიქმნა.
მერიაში აცხადებენ, რომ ფიჭვები ორჯერ სხვადასხვა დროს შეიწამლა. მომავალ კვირას კი კიდევ ერთხელ შეიწამლება.
„რაც შეეხება მის განახლებას, გეტყვით, რომ ამ მონაკვეთზე გამხმარი ხეების ჩანაცვლება 21 ერთეულით უკვე მოხდა. ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია...
გორის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან, სადაც აქციის მონაწილეები შენობაში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროში შეღწევას ცდილობენ, შენობის შესასვლელში მყოფ პოლიციელებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ და განუმარტავენ, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის თანახმად, მათ არ აქვთ უფლება ტრანსფარანტებით და მანიფესტაციისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკით ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ...
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტაქსის ბამპერებიც თეთრი უნდა იყოს. შესაბამისი ცვლილება ტაქსების რეგულირების წესში საკრებულომ 8 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა.
საკრებულოს დადგენილებაში წერია, რომ მანქანის ყველა დეტალი თეთრი ფერის უნდა იყოს. გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ძარის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა.
23 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ პრობლემად მიაჩნია, როცა ტაქსი არ არის მთლიანად თეთრი ფერის და ვიცე სპიკერს, ირაკლი ხმალაძეს ამ საკითხის მოგვარება დაავალა.
"კატეგორიულად...
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ,,ნაციონალური მოძრაობისა “ და სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ. შეკრებილები გაბმული საყვირებითა და ტრანსფარანტებით: ,,ბიძინა, აქ ვერ ჩამოხვალ“, "რუსული ოცნება დასრულდა“, „გადაგვაგდე? გადაგაგდებთ!“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
„ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება ოპოზიციის მოთხოვნები. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ აქ და გავმართოთ პერმანენტული...
გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ორ ვაკანსიას აცხადებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სააგენტო სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების მენეჯერების აყვანას აპირებს.
როგორც სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, შერჩევისას მთავარი მოთხოვნაა, რომ კადრი სერთიფიცირებული იყოს.
"ამ ვაკანსიაზე საჭიროა სერთიფიცირებული კადრი. სერთიფიცირებას საკმაოდ სერიოზული თანხები სჭირდება. ეს ახალი პროფესიაა, ახალი მოთხოვნებია, ეს უნივერსიტეტებში არ ისწავლება. თან ვადებში ვართ შეზღუდული, რომ გვყავდეს ასეთი კადრი. ამიტომ...
გორის უნივერისტეტში გორში და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ტრენინგების ციკლი არასამთავრობო ორგანიზაცია "შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმმა" და საერთაშორისო ორგანიზაციის "გადავარჩინოთ ბავშვები" მხარდაჭერით განახორციელა.
"5 დღიან ტრენინგების ციკლში, ჩართულები იყვნენ გორში და გორის რაიონებში მცხოვრები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. ტრენინგები ხორციელდება პროექტის "უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ორიენტირებულია...
"ქართული ოცნების" წევრი, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი ლანჩხუთში მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ხმაურისა და ბრალდებების ფონზე წარიმართა.
ნინო წილოსანი იყო ერთ-ერთი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ხალხის უკმაყოფილება მისმა ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ განმარტებას, თუ რატომ არ დაუჭირა დეპუტატმა მხარი კანონპროექტს.
"ჩემი ამომრჩევლის დაკვეთა არის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაჟორიტარული სისტემით"- უთხრა წილოსანმა მოქალაქეებს.
მისი...
წინა სტატია
“პატრიოტთა ალიანსი” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებს.
როგორც “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გიორგი ლომიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება და მისი პარტია ამ ხელმოწერებს შეაგროვებს.
„იმედი გვქონდა, რომ დღეს, პლენარული სხდომა ჩატარდებოდა და სხდომაზე 76 ხმის მოგროვება გაგვიადვილდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სხდომა გააუქმეს. ამის შესახებ დილით გავიგეთ. სია ამოვიღეთ, ვინც მხარი...
„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი გერმანული საარჩევნო სისტემაა, რომელიც მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში 2016 წელს იყო ინიცირებული.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე ისაუბრა და ასევე, ე.წ. გერმანული მოდელის თავისებურებები განმარტა.
მისი თქმით, აღნიშნული მოდელის მისაღებად საარჩევნო კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილება, რომელსაც 76 ხმა სჭირდება.
„შექმნილი მძიმე კრიზისიდან პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალია გერმანული საარჩევნო სისტემა, რომელიც ჯერ...
14 ნოემბერს, მარნეულის მერმა სამუშაო ჯგუფთან ერთად, რუსთაველის ქუჩის დასახელებისა და ნუმერაციის აბრების დამონტაჟებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც რადიო „მარნეულს“ ზაურ დარგალმა უთხრა, მსგავსი სამუშაოები სამომავლოდაც განხორციელდება.
„მარნეულში ვარ გაზრდილი და მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეხსიერებაში არ მახსოვს ქალაქს ჰქონოდა დამისამართება. ეს ტენდენცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა შევიდეთ სოფლებში და დავნომროთ. მთავარი არის, რომ ქალაქს ჰქონდეს ქალაქის იერსახე და ყველა არსებული...
ქუთაისში, ნარჩენების საკომპოსტე მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ინფორმაცია, საკომპოსტე მოედნის შესახებ, მოქალაქეებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააცნო, სწორედ იმ ადგილზე, სადაც მოედნის მშენებლობა იგეგმება. მისი განცხადებით, ქუთაისი იქნება პირველი საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, რომელსაც კომპოსტირების მოედანი ექნება.
ქუთაისი აფართოებს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას. ამ მიზნით, ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა 10 ადგილი, სადაც დაიდგმება სამი კონტეინერი პლასტიკის (ლურჯი ფერის კონტეინერი), ქაღალდის (ყვითელი ფერის კონტეინერი)...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































