გატაცებულ ქართველ ექიმს ცხინვალის რეჟიმმა ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

583

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე-ფაქტო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო რესის ინფორმაციით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ დამდგარა და გამოძიება გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, 9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა და სწორედ მაშინ დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.