გორელ ახალგაზრდებს წარმატებული დასაქმებისთვის ტრენინგები ჩაუტარდათ

642

გორის უნივერისტეტში გორში და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 

ტრენინგების ციკლი არასამთავრობო ორგანიზაცია “შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმმა” და საერთაშორისო ორგანიზაციის “გადავარჩინოთ ბავშვები” მხარდაჭერით განახორციელა.

“5 დღიან ტრენინგების ციკლში, ჩართულები იყვნენ გორში და გორის რაიონებში მცხოვრები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. ტრენინგები ხორციელდება პროექტის “უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ორიენტირებულია ახალგაზრდებში იმ უნარების და კომპეტენციების ზრდაზე, რაც მათ სამომავლოდ შეუწყობს ხელს წარმატებით დასაქმებაში.”

ახალგაზრდები ხუთი დღის განმავლობაში გაეცნენ გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრის, სწავლის სწავლის, თვითპრეზენტაციისა და მეწარმეობის პრინციპებს.