გორის მერიის კულტურის სააგენტო შრომის უსაფრთხოების ორ მენეჯერს ეძებს

490

გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ორ ვაკანსიას აცხადებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სააგენტო სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების მენეჯერების აყვანას აპირებს.

როგორც სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, შერჩევისას მთავარი მოთხოვნაა, რომ კადრი სერთიფიცირებული იყოს.

“ამ ვაკანსიაზე საჭიროა სერთიფიცირებული კადრი. სერთიფიცირებას საკმაოდ სერიოზული თანხები სჭირდება. ეს ახალი პროფესიაა, ახალი მოთხოვნებია, ეს უნივერსიტეტებში არ ისწავლება. თან ვადებში ვართ შეზღუდული, რომ გვყავდეს ასეთი კადრი. ამიტომ ვაცხადებთ ვაკანსიას. მთავაერი მოთხოვნაა, რომ იყოს სერთიფიცირებული, გასაუბრებაზე შევამოწმებთ მის ცოდნას და კომპეტენციას”.

აღნიშნულ პოზიციაზე სახელფასო სარგო 600 ლარამდე იქნება