შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ,,ნაციონალური მოძრაობისა “ და სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ. შეკრებილები გაბმული საყვირებითა და ტრანსფარანტებით: ,,ბიძინა, აქ ვერ ჩამოხვალ“, “რუსული ოცნება დასრულდა“, „გადაგვაგდე? გადაგაგდებთ!“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
„ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება ოპოზიციის მოთხოვნები. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ აქ და გავმართოთ პერმანენტული აქცია. ვაპირებდით ცენტალური გზის გადაკეტვას, რისი უფლებაც პოლიციამ არ მოგვცა. ივანიშვილი თუ მოისურვებს რომ ხმაურს გამოექცეს დედაქალაქიდან და დაისვენოს შეკვეთილში, აქ დახვდება უფრო მეტი ხმაური“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაშლას არ აპირებენ და პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას აანონსებენ.