გორის საბავშვო ბაღებში ,,ჩიკას” ფინჯნები დაიწუნეს, რის გამოც კომპანიამ სააგენტოს უჩივლა

915

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ შპს ,,ჩიკას” ფინჯნები და კოვზები დაიწუნა. ამის გამო, კომპანიის წარმომადგენელმა ლალი ჩიქოვანმა სააგენტოს უჩივლა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

საუბარია დაახლოებით 13 ათასი ლარის ღირებულების ნივთებზე, რომლის მიწოდებას ,,ჩიკა” გეგმავდა.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენელი გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ კომპანიამ ინვოისში აღნიშნული არ მიუთითა ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ და სუბიექტი თუ ვისთვის გაიცა ინვოისი.

“საგულისხმოა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არ არის მოთხოვნილი რომ კონკრეტული ინვოისი მოიცავდეს მწარმოებელ ქვეყანასა და ინვოისის სუბიექტს, ამასთან არც ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული დამატებითი მოთხოვნები ინვოისის მიმართ. შპს “ჩიკა” მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ინვოისი ადასტურებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობას და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დისკვალიფიკაცია მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო შპს “ჩიკა”-ს მიერ წარდგენილი ნიმუში დაადგინა მისი ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, მათ შორის მწარმოებელ ქვეყანასთან შესაბამისობა. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშულისა შემსყიდველმა ორგანიზაციამ მოახდინა დისკვალიფიკაცია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით,” – აღნიშნულია “ჩიკას” განცხადებაში.