პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამართლადამცავები რურუას იარაღის უაკნონო ტარება შენახვას ედავებიან.
"ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დანაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!
უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე!!!" -...
აქციის მონაწილეები პიკეტირების შეწყვეტას და დაშლას არ აპირებენ, - ამის შესახებ პარლამენტის წინ მყოფმა პოლიტიკურმა ლიდერებმა განაცხადეს.
ადგილზე იმყოფებიან ევროპული საქართველოს, ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატების ლიდერები.
აქვე არიან მოძრაობის "შეცვალე" და "სირცხვილია" წევრები, რომლებიც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ აქციის წევრებს 30 წუთი მისცა პიკეტირების შეწყვეტისთვის. დრო, პრაქტიკულად, იწურება. სპეცტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი მობილიზებულია როგორც ჩიტაძის ქუჩაზე, ისე რესპუბლიკის...
პოლიციამ აქციის მონაწილეებს პიკეტირების დასაშლელად 30 წუთი მისცა. პარალელურად, წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსები რესპუბლიკის მოედანზე უკვე არიან მობილიზებული. აქვეა სპეციალური ჯავშანტექნიკა, სახანძროს და სასწრაფოს მანქანები.
პარალელურად სპეცრაზმია ჩიტაძის ქუჩაზე.
მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს დეზინფორმაციას, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტის შტურმი იგეგმება.
"სამწუხაროა, რომ შსს თვითონ გამოდგა დეზინფორმატორი და ამბობს, რომ თითქოს, ვიღაც ლამობდეს შტურმით აღებას პარლამენტის, თუ ასე იქნებოდა – სულელები ვართ?! რატომ დაადებდნენ პოლიტიკური პარტიები კარებს ბოქლომს და გასაღებს გადააგდებდნენ ხალხში, თუ ვითომ თავად აპირებდნენ შევარდნას... ასეთ მოკლეფეხება ტყუილს.. როგორ...
უშიშროების სამინისტროს ყოფილი შენობის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ეკიპირებას იცვამენ. ამის ამსახველი კადრები ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ამ წუთებში გადის.
აქვეა მუნიციპალური ე.წ. ყვითელი ავტობუსები, რომლიდანაც სპეცრაზმელები გადმოდიან. ისიი აღჭურვილი არიან ჩაფხუტებით, ხელკეტებით, ფარებით. უშიშროების ყოფილი შენობა ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტთან ახლოს, გზის მეორე მხარეს მდებარეობს.
შენობის წინ აქციის მონაწილეები განლაგდნენ. მათ ჭიშკრის წინ ჯაჭვი გააკეთეს.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2478894635722513/?__xts__=68.ARBpVZ_fJyul09JQn10Gk6cE84rRMZBjvL7qEqCiEwP5pgXS15KcjKsCit6cR906QdXcdSVaPmMLkMagNh8Vvj1ZVSaxjkfKV1FXhAmyGlAfb8fYG4ZUMH-AARDx7cT7xIH8w1Ujozs7Rg-W0dsSlVidOstQBlEvigvR8AOpepJI9Nqy548j_O3zNDzRB7cpdpe7q9DXcfiOPfQxZbkmfbw22uT4keV6IAm0p2RZYwUG8aCfNCyYx2GAmTh50jZT-5WKdWYZomvCiXyMs2jnuQndq34KyftDG72U6lSzYioSKTh3P4fXemjz-F4IFGSTxV0JFOMq0FXLPpD8EiUDtfTgyjkoJYakGlmf1w&__tn__=-R
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა...
პარლამენტში 3 საათზე დაგეგმილი ბიუროს სხდომა ჯერ ვერ იწყება. ამ დრომდე პიკეტირებულია შენობის ყველა შესასვლელი. ამავდროულად, ტერიტორიაზე, ჯერჯერობით, არცერთი დეპუტატი არ გამოჩენილა.
ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა - მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ პარლამენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება უნდა განახორციელოს და დღეს ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გამართოს.
უმრავლესობის ამავე დეპუტატებმა მოუწოდეს სამართალდამცველებს, თუ აქციის ორგანიზატორები თავად არ შეწყვეტენ შენობის...
ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ როცა ის პარლამენტში მისვლას დააპირებს, წინ არავინ გადაეღობონ. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში განაცხადა.
"მინდა, ყველას ვუთხრა - ღმერთი ნუ გაუწყრება და ვერავინ გაბედოს, როცა მე დავაპირებ პარლამენტში მისვლას და ჩემი ვალდებულებების შესრულებას, წინ გადამეღობოს", - თქვა იონათამიშვილმა.
ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების ნაწილმა, პოლიტიკოსებთან ერთად, ღამე შენობასთან...
თუ აქციის ორგანიზატორები პარლამენტის ბლოკირებას არ შეწყვეტენ, კობახიძე სამართალდამცველებს მოქმედებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" ოფისში მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ის ამბობს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები არღვევენ კონსტიტუციას, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებას ახდენენ. შესაბამისად, ის მოუწოდებს მათ, რომ შეწყვიტონ ბლოკირება. თუმცა, ის, ასევე, მიმართავს სამართალდამცველებს, რომ, თუ ბლოკირება კვლავ...
ვფიქრობ, სამართალდამცავმა ორგანოებმა პარლამენტის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყონ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილ ბიუროს სხდომასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელზე დასასწრებადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.
მდინარაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა უნდა აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა.
"უნდა ჩატარდეს ბიუროს სხდომა და გაგრძელდეს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
"მე ვფიქრობ, რომ ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროტესტის ნებისმიერი...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს ექვს ქალაქში სხვადასხვა სამედიცინო დაწერებულების ექიმების "თეთრი ხალათების" აქციები გაიმართა, სადაც ექიმის დაუყოვნებლის გათავისუფლება მოითხოვეს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, მათ ცხინვალელ კოლეგებს ოსურ ენაზე მიმართეს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.
აქცია გამართეს მედი კლაბ ჯორჯიას ექიმებმაც. ისინი კლინიკის წინ გამოვიდნენ ბანერებით, რომლებზეც ეწერა: "თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს", "ექიმები საზღვრებს გარეშე".
რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში...
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის მიხედვით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
ორგანიზაციები ამის მიზეზებსაც განმარტავენ:
"კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან.
კონსტიტუცია განსაზღვრავს მხოლოდ პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას. იგი არ აკონკრეტებს, შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული და მაჟორიტარული კომპონენტები პარალელურია, თუ პროპორციული...
ბათუმში თამბაქოს მწარმოებლები აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ არიან მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლები და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო თამბაქოს მოყვანაა.
თამბაქოს მწარმოებლები ახალი რეგულაციების ამოქმედებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, 21 ნოემბრიდან ყველა სახის დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა იკრძალება. ასევე აქციზის გადასახადი სავალდებულო ხდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ თამბაქოს მოყვანას აზრი არ ექნება, რადგან გადასახადი თვითღირებულებაზე მეტია.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შოთა მახარაძის განცხადებით, მას...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია, ცეცხი ბალახს და ბუჩქებს უკიდიათ, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ხანძარი 30 ჰექტარზეა გავრცელებული.
"ადგილზე მობილიზებულია რეგიონის 40 მეხანძრე - მაშველი და 20 ადგილობრივი მცხოვრები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ტარიელ დალაქიშვილი აცხადებს, ხანძარი ლოკალიზებული არ არის თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ხანძრის ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან...
"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგი გამართა და საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.
უსუფაშვილის თქმით, არც ერთი ოპოზიციური ძალა არ უნდა წამოეგოს "ქართული ოცნების" ზაფანგზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვხსნათ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა.
"ტყუილი, მანიპულაციები და სპექტაკლების დადგმა იქცა ხელისუფლების ხასიათის თვისებად. დღეს პასუხია გასაცემი კითხვაზე - ხალხის სამართლიან აღშფოთებას რას ეუბნება "ქართული ოცნება" და რაზე...
შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გამო გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა.
"რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე...
წინა სტატია
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
"ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს", - აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, 17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































