აქციის მონაწილეები პიკეტირების შეწყვეტას და დაშლას არ აპირებენ, – ამის შესახებ პარლამენტის წინ მყოფმა პოლიტიკურმა ლიდერებმა განაცხადეს.
ადგილზე იმყოფებიან ევროპული საქართველოს, ნაციონალური მოძრაობის, თავისუფალი დემოკრატების ლიდერები.
აქვე არიან მოძრაობის “შეცვალე” და “სირცხვილია” წევრები, რომლებიც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ აქციის წევრებს 30 წუთი მისცა პიკეტირების შეწყვეტისთვის. დრო, პრაქტიკულად, იწურება. სპეცტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი მობილიზებულია როგორც ჩიტაძის ქუჩაზე, ისე რესპუბლიკის მოედანზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატები გეგმავენ პარლამენტში მისვლას და ბიუროს სხდომის ჩატარებას.