გლდანის რაიონის გამგეობამ მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოები განახორციელა. ექვსი სადარბაზოს 30 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდა.
სამუშაოების ფარგლებში, კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლის გამაგრება განხორციელდა. დაიგო დეკორატიული ფილები და ჩატარდა უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაცია. ასევე, ბოლო სართულის აივნები გადაიხურა ლითონის კონსტრუქციებითა და თუნუქით.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს...
მთაწმინდის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, წავკისში, მესხის ქუჩაზე ქვაფენილის გზა მოეწყო. საგზაო სამუშაოების მიხედვით, 1300 კვ.მ. ფართობზე ამორტიზებული ასფალტის საფარი ბაზალტის ქვაფენილმა ჩაანაცვლა.
რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზამ მოსახლეობას სავალ გზასთან დაკავშირებული პრობლემები მოუხსნა.
საგზაო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 305 770 ლარი დაიხარჯა.
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის 7 საბავშვო ბაღი ნაქირავებ შენობებში ფუნქციონირებს, სადაც სულ 700-მდე აღსაზრდელი ირიცხება. ამის მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში ძველი შენობების ავარიული მდგომარეობაა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გასული წლის მონაცემებით ამ მიზნით ბიუჯეტიდან სულ 65 173 ლარი დაიხარჯა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესება და ქირისთვის გათვალისწინებული თანხების გამოთავისუფლება.
მიმდინარე წელს ქალაქის მასშტაბით, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი შენდება და...
ახალციხეში, ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობამ, გზის მოასფალტების მოთხოვნით ახალციხის მერიას, რამდენჯერმე მიმართა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ბაღინაშვილამდე მისასვლელი გზა, ორი მიმართულებით მოასფალტდა, თუმცა მათი ქუჩა ისევ მოუწესრიგებელია.
„ჯერ საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და შემდგომში გვპირდებიან ასფალტის დაგებას. წვიმიან ამინდში ისე ტალახდება აქაურობა ქალაქში გასვლაც არ გვინდა“, - გვეუბნება ადგილობრივი თოვმას სარკისიანი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განგვიმარტეს, რომ ასფალტის დაგება უახლოეს მომავალში დაიწყება: "ამ...
"ფლანგვის დეტექტორი" სიღნაღის მერიასა და ადგილობრივი საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის ხელმძღვანელის შვილს შორის შესაძლო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საუბარია სოფელ ანაგაში სკვერის მოწყობაზე, რისთვისაც 20 ათასი ლარი პირდაპირი შესყიდვის გზით დავით მირიანაშვილის კომპანიას გადაეცა. დავით მირიანაშვილი სიღნაღის საკრებულოს დეპუტატისა და "ქართული ოცნების" ფრაქციის ხელმძღვანელის ივანე მირიანაშვილის შვილია.
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, დავით მირიანაშვილმა კომპანია შპს "სეივონი" 2017 წელს დაარსა და მას შემდეგ...
ხის კოტეჯები ახალქალაქში, ჯავახეთის ეროვნულ პარკში, კარწახის ტბის მიმდებარედ აშენდა. ინფორმაციას სამხრეტის კარიბჭე ავრცელებს.
ხის პატარა სახლები მზის პანელებით არის აღჭურვილი. ამასთან, თითოეულ კოტეჯში განთავსებულია რვა საწოლი. კოტეჯებში არის სამზარეულოც.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორებს შეუძლიათ. კოტეჯები ფრინველებზე დასაკვირვებელ შენობასთან ახლოს მდებარეობს.
მშენებლობა დაფინანსდა ევროკავშირის პროგრამის „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ ENPARD II-ის და „კავკასიის ბუნების ფონდის" CNF-ის მიერ. სამუშაოებისთვის...
23 და 24 ნოემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში წიგნის ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, 23 ნოემბერს 17:00 საათზე მესხიშვილის სახელობის თეატრში მკითხველს ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული ავტორები: თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ნანი მანველიშვილი შეხვდებიან.
თათული ღვინიანიძის რომანს "აღიარება ხელისგულზე" ქუთაისელი მკითხველი უკვე იცნობს. "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის" ავტორი, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი მკითხველს, ამჯერად,...
წინა სტატია
ქუთაისის მერია ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის თაობაზე დაპირების არშესრულებას, ესკიზის მიმართ მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულებით ხსნის. ინფორმაცია ქუთაისი პოსტი ავრცლებს.
მერიაში განმარტება მას შემდეგ გააკეთეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარს რეკონსტრუქცია აღარ ჩაუტარდება.
სწორედ ამის შემდეგ, მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ, შესაძლოა, სამუშაოების დაფინანსების მიზნით რგფ-ს მიმართონ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ბაღის ესკიზი საზოგადოებას მოეწონება.
"შარშან, როცა იყო გამოკითხვა, მოსახლეობის უმრავლესობას არ...
კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო, რომლის თქმით მთელი დღისა და ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს.
„ვიწყებთ კუს ტბაზე ასასვლელი გზის სრულ რეაბილიტაციას. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ გზით, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ბევრი ადამიანი ამოდის დასასვენებლად და გვინდა, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გზა...
„2019 წლის ბიუჯეტით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული იყო 7 მლნ ლარი, 2020 წლის ბიუჯეტის პრიექტით კი 9 016 226 ლარია გათვალისწინებული“ - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას. ამის შესახებ რადო მარნეული წერს.
ვუგარ მამედოვის თქმით, 2020 წლის იანვარში, სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 4 700 000-მდე...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გივი მეტრეველმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა დათვალიერეს.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 196 700 ლარია და რეგიონში განსახიორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, 366 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტობეტონის გზის საფარის, ასევე, სანიაღვრეების მოწყობას ითვალისწინებს.
რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის დასრულდება.
გურჯაანში მდებარე აგროტურისტული ცენტრის შატო "ზეგაანი” შავი ხიზილალის წარმოებას იწყებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
შატოს მფლობელის, ბიზნესმენ დავით ტატულაშვილის განმარტებით, პროექტი უკვე მზად არის და ქართული ხიზილალა ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლის მარტიდან გაიყიდება.
“ჩემს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტე, საქართველოში შავი ხიზილალის წარმოება. ეს პროდუქტი იქნება ბიო, რადგან თევზი, რომლისგანაც ხიზილალის დამზადებას ვგეგმავთ, რიონიდან მოგვყავს. პროექტი უკვე მზად გვაქვს. 2020 წლის მარტიდან ვგეგმავთ...
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში 3 492 მეტრზე დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი.
ახმეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდა.
რეაბილიტაციისთვის ჯამში 1 324 353 ლარი დაიხარჯა.
"სამოქალაქო მოძრაობა” პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროპორციული სისტემა და მრავალპარტიული პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიული განვითრების წინაპირობაა.
ნინო გოგოლაძის თქმით, ორგანიზაცია მოსახლეობას ამ სისტემის უპირატესობაზე მიაწვდის ინფორმაციას.
"პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის განვითრების ერთდერთი გზაა და ქართველი ხალხი არ დათმობს ამ სისხლით მოპოვებულ დაპირებას. ,,სამოქალაქო მოძრაობა’’ აქციებში მონაწილეობის გარდა, რეგიონებში, მათ...
ოთხწლიანი დავა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასა და სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებ ზაურ იჩუკაიძეს შორის, მოქალაქის გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას, იჩუკაიძისათვის მიყენებული ზიანისათვის, 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
იჩუკაიძის ადვოკატის, ჯუმბერ მაილაშვილის ინფორმაციით, საქმე 2014 წელს, სოფელ ქვემო ალვანის ტერიტორიული ორგანოს ორსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს ეხება.
,,ხანძრის დროს, პირველ სართულზე მდებარე, ზაურ იჩუკაიძის კუთვნილი აფთიაქი...
17 ნოემბერს ვაშლიჯვარში მოსახლეობის ორგანიზებით ფესტივალი “ვაშლიჯვარი - ჩემი უბანია” ჩატარდა.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, "ვაშლიჯვარი - ჩემი უბანია" არის ჯგუფი, რომელშიც ადგილობრივები არიან გაერთიანებულები და ამ ჯგუფს და ფესტივალის მიზანი არის ვაშლიჯვრის მოსახლეობისა და ქალაქის მთავრობის წინაშე უბნის პრობლემების და გამოწვევების დაყენება, როგორიცაა საჯარო სივრცეების ნაკლებობა, გამწვანებული ტერიტორიების სიმცირე, სატრანსპორტო კოლაფსი.
მათი თქმით, ქალაქის განაშენიანების ქაოტური პოლიტიკის შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































