23 და 24 ნოემბერს ქუთაისში წიგნის ფესტივალი გაიმართება

618

23 და 24 ნოემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში წიგნის ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, 23 ნოემბერს 17:00 საათზე მესხიშვილის სახელობის თეატრში მკითხველს ლიტერატურული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებული ავტორები: თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ნანი მანველიშვილი შეხვდებიან.

თათული ღვინიანიძის რომანს “აღიარება ხელისგულზე” ქუთაისელი მკითხველი უკვე იცნობს. “შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის” ავტორი, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი მკითხველს, ამჯერად, ლექსების კრებულს – “შავი ფურცელი” წარუდგენს. დებიუტანტი ავტორი – ნანი მანველიშვილი კი წარადგენს რომანს – “ოდისევსის სინდრომი”, რომელიც აფხაზეთიდან დევნილობასა და ემიგრაციას ეხება.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები ავტორებს, ფასდაკლებით შეიძინონ წიგნები, აიღონ ავტოგრაფები და გადაიღონ ფოტოები.

ლიტერატურული კონკურსი “გახდი ბესტსელერის ავტორი”, რომლის მიზანიც ახალბედა მწერლების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა, მესამე წელია ტარდება. გასული ორი სეზონის გამარჯვებული ავტორები მკითხველმა უკვე გაიცნო და მათი წიგნების  გა­ყიდ­ვებ­მა ქარ­თულ ლი­ტერატურაში გაყიდვების რეკორდიც მოხსნა.