თბილისის მერიამ 2 წლის განმავლობაში 80 ქუჩის, გამზირისა და აღმართის რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოები განახორციელა. როგორც მერიის ორწლიანი მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნული პროექტებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 145 389 000 ლარი დაიხარჯა. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5 781 205 მ2 ფართობის გზის საფარი. "დასრულდა შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები: შარტავას ქუჩა, სარაჯიშვილის გამზირი, კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლები, ნოდარ დუმბაძის გამზირი, პეტრიწის ქუჩა,...
ბათუმის ბულვარი საახალწლოდ სხვადასხვა სახის მანათობელ კონსტრუქციებსა და აქსესუარებს ყიდულობს. ბულვარმა ლამპების, სანათების და ნაძვის ხის ნათურების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ აჭარია საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.  უწყება კომპანიას, რომელიც საშობაო ირმებს, დეკორატიულ ანგელოზებს, დეკორატიულ ვარსკვლავებს, დელფინებს, გირლეანდებს, მანათობელ ბაფთებს და ნაძვის ხის ლითონის კონსტრუქციის ბაქანს შესთავაზებს მზადაა 352`972.00 ლარი გადაუხადოს. ბათუმის ბულვარში ამბობენ, რომ ვინაიდან წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბულვარში განთავსდება...
ჯავახეთში, აბრებზე დატანილი სოფლის სახელწოდებები კვლავ შესაცვლელია. დასახლებათა უმრავლესობაში ჯერ კიდევ არ ჩაუნაცვლებიათ ძველი სახელები ენის კომიტეტის მიერ დადგენილი ვერსიებით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გასასწორებელია 14 სოფლის სახელწოდება, ნინოწმინდაში კი - 10. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 14-ში, ხოლო ნინოწმინდაში 31-დან 10 დასახლების სახელწოდება შესაცვლელია. ფილოლოგები ამბობენ, რომ აბრებზე სახელები შეცვლილია და ისინი ქართულ ტოპონიმებს არ ჰგავს. საკითხის შესახებ, დაახლოებით...
წინა სტატია თბილისის თითოეული მოქალაქე დღეს გრძნობს და აქვს შეხება იმასთან, როგორ ვითარდება, იქმნება და როგორ უფრო ევროპული ხდება ეს ქალაქი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები დასტურია იმის, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია. „დარწმუნებული ვარ, კახა კალაძემ ყველაზე უკეთ იცის რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ,...
წინა სტატია მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს, მთავრობის მეთაურს ბატონ გიორგი გახარიას, თბილისელების სახელით, იმიტომ რომ, 300 მილიონი ლარით იქნება გაზრდილი თბილისის ბიუჯეტი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. "იმისთვის, რომ ქალაქში განახორციელო საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები, საჭიროა ბიუჯეტი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს, მთავრობის მეთაურს ბატონ გიორგი გახარიას,...
ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე აქციები ოპოზიციის აქციებია და არა სახალხო პროტესტი. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა არის ყველაზე ნორმალური პროცესი, რაც კი შეიძლება იყოს და რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობდა ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებას, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ აქციებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ და ოპოზიციის მცდელობებზე წარმოაჩინოს ეს აქციები,...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.  "პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობით აგვირჩიეს და უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შევუდექით. ამ ორი წლის განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის...
კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 4 000 კვ.მ-ზე განთავსდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, ასევე, მოეწყო სარწყავი და გარეგანათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებლი კუთხეები. სკვერში გასართობი ატრაქციონებით ოთხი საბავშვო ზონა განთავსდა და რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა. რეკრეაციული...
დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მცხოვრებლებმა, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების მოთხოვნით დღეს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან აქციები გამართეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. საპროტესტო აქცია 13:00 საათზე დაიწყო. ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მცხოვრებლები და ამხანაგობა „ბაკურიანი–დიდი მიტარბის“ წევრები სამინისტროებთან დარჩენას საღამომდე აპირებენ. „ეს მიწები ამ ხალხს 90–იან წლებში აქვთ შეძენილი. აღმოჩნდა რომ რაღაც ხარვეზებია საბუთებში და დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ,...
დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რეგიონში 2 სკვერი გაიხსნა. მოეწყო ახალი სკვერი სოფელ ციხისძირში და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სკვერს დაბა ჟინვალში. განხორციელებული სამუშაოების შედეგად სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა და დასასვენებელი სივრცეები გაკეთდა. ციხისძირის პარკში მინი სტადიონი და საბავშვო ატრაქციონებიც მოეწყო. ახალგახსნილი სკვერები მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიგლა ფოცხვერაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და ახალგაზრდებთან ერთად მოინახულეს. „მოხარული ვარ, რომ...
ალეკო ელისაშვილის შეხვედრას მოსახლეობასთან გორში ხმაური მოჰყვა. "სამოქალაქო მოძრაობა“ კამპანიის "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, ალეკო ელისაშვილი გორის ბაზარში მოქალაქეებთან შესახვედრად და მათთან გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის პასიურ პარლამენტარობაზე, კორუფციულ გარიგებებსა და ტენდერებში უკონკურენტო მონაწილეობაზე სასაუბროდ ჩავიდა. "პროპორციული არჩევნებია ის, რაც მაკრახიძემ და მისნაირებმა ხალხს წაართვეს. ეს უნდა დამთავრდეს, რომ მისნაირები ვეღარ მოაჯდნენ ამ ქვეყანას. ეს ბაზარი მაკრახიძეს გორის მერიისგან წელიწადში 2 ლარად აქვს იჯარით აღებული...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ 29 ნოემბერს პრეზენტაციას გამართავს. მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე. „ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასოდეს გამართულა. ჯამში, საუბარია 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა,...
წინა სტატია ასოციაცია "დეას" წარმომადგენელმა ივეტა წითაშვილმა ზუგდიდის მუნიციპაიტეტის მერს მიმართა შეკითხვით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენისას თუ შეხვდნენ და გაითვალისწინეს შშმ პირთა საჭიროებები. მან კითხვის დასმისას დააზუსტა, რომ მუნიციპალიტეტის ყველა პროგრამა უნდა იყოს მორგებული შშმ პირებზე და ეს ადამიანები არ უნდა გაითვალისწინონ მხოლოდ ჯანდაცვის თუ სოციალურ პროგრამებში, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე. "დეას" წარმომადგენელი ასევე დაინტერესდა, რამდენად მოარგო მერიამ ახალგაზრდული პროგრამები...
დღეს პიკეტირება დამთავრებულია, შევიკრიბებით ხვალ თუ იმუშავებს პარალმენტი ან მაშინ, როცა იმუშავებს,- ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის სასესიო კვირაში იგეგმება საყოველთაო მასშტაბური აქცია. "დღეს პიკეტირებამ ეს შედეგი გამოიღო, რასაც ვხედავთ. როცა ჩაინიშნება შემდეგი სესიები და საპარლამენტო დღე როცა იქნება, კიდევ დავაპიკეტებთ უფრო ეფექტიანად, "სირცხვილის კორიდორებით“, შეძახილებით. თქვენ ხედავთ, რომ სისტემა ჯანჯღარებს, სისტემა ინგევა აგურ-აგურ....
2020 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 43 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, რაც 6 მილიონ ნახევრით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობასთან შედარებით. ამის შესახებ ცნობილი გახდა ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, რომელიც გუშინ, 27 ნოემბერს შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებიან. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, მათ რადემინე მოქალაქისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პარტიებისგან მიიღეს...
"ევროპული საქართველოს“ წევრები პროტესტის ნიშნად პარლამენტში მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებსა და პარლამენტის კომიტეტებს ტოვებენ. პარტიაში შემავალი ფრაქციების წევრებმა პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს. "ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთო კახიძე და ირაკლი აბესაძე იურიდიულ კომიტეტს ტოვებენ. ამასთან, კახიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსაც ტოვებს. სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტიდან, ელენე ხოშტარია კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ