კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 4 000 კვ.მ-ზე განთავსდა.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, ასევე, მოეწყო სარწყავი და გარეგანათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებლი კუთხეები. სკვერში გასართობი ატრაქციონებით ოთხი საბავშვო ზონა განთავსდა და რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა. რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 406 800 ლარი გამოიყო.
“კრწანისის გამგეობის მიერ ზემო ფონიჭალაში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცე შეიქმნა. ეს ტერტიტორია ავტოფარეხებით იყო დაკავებული. როდესაც ჩვენ გამოვთქვით ინიციატივა, რომ ავტოფარეხების აღების შემთხვევაში, სკვერის მოსაწყობად ყველაფერს დედაქალაქის მერია ან გამგეობა გააკეთებდა, მოსახლეობა შეიკრიბა და ავტოფარეხებისგან ტერიტორია გაათავისუფლა. დღეს ამ ადგილას კარგი დასასვენებელი სივრცე გვაქვს, სადაც ყველა თაობის ადამიანს შესაბამისი კუთხე აქვს. ბავშვებისთვის სპორტული მოედნებია და სკვერი გამწვანებულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველა რაიონში, უბანში ანალოგიური მწვანე სივრცე გვქონდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ფონიჭალაში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, კრწანისის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოაწყო. ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 4 000 კვ.მ-ზე განთავსდა.იხილეთ ვრცლად : http://tbilisi.gov.ge/news/9079
Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2019