მთავრობამ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი ტალღა დაანონსა. 117 ობიექტის გაყიდვით ეკონომიკის სამინისტრო 150 მილიონი ლარის გენერირებას გეგმავს. პროგრამის პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტის შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. "ჩვენ საპრივატიზაციოდ გამოგვაქვს ობიექტები, რომლებზეც ყველა შეთანხმება უკვე გაფორმებულია, მორგებული არის გრგ-ს, წინასწარ არის შეფასებული და თან ერთვის ჩვენი რეკომენდაცია თუ რა სახის ბიზნესი შეიძლება განვითარდეს...
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი კობახიძის, თქმით, 30 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. კობახიძე ამბობს, რომ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება და განხილვის მთავარი საკითხი სწორედ ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელი იქნება, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსასვლელად შესთავაზა. „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან...
ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი და სწორედ ამიტომ ყველა ის აქტივი განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში, რომელიც არსებობს, რომელიც სრულად არაა ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე...
მთავრობა საპრივატიზაციო ნუსხაში წყნეთის აგარაკებსაც შეიტანს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, უახლოეს დღეებში ეს ობიექტიც შეემატება იმ 117 ობიექტს, რომელიც უკვე წარდგენილია. “დღეს შეთავაზება გავუკეთეთ არა მაინცდამაინც მსხვილ ბიზნესს, არამედ პირველ რიგში მცირე ბიზნესს და მაგალითად, მცირე ფერმერული მეურნეობა სადღაც რეგიონში დაასაქმებს 10 ან 20 ადამიანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ნამდვილად...
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შენობაში ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ და იქ არსებულ ინვენტარს აღწერენ. აღწერის დასრულების შემდეგ მონაცემებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემენ. სამინისტრო კი შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებს. შენობაში ადგილზე დასაქმებულების გარდა არავის უშვებენ. სამეურნეო აპარატში დასაქმებულებს მედიასთან ღიად საუბარი არ სურთ. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებამ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს...
აჭარის მთავრობის თავმჯდომაროს განცხადებით დღეიდან თამბაქოს მწარმოებელი ფერმერები თუთუნის რეალიზაციას აქციზისა და შეფუთვის გარეშე შეძლებენ. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. „თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა რეგულაციებმა შესაბამისი გავლენა იქონია მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს მწარმოებლებზე, ფერმერებზე. ამიტომ, გუშინ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად დადგინდა, რომ ფერმერები აქციზისა და დაფასოების გარეშე შეძლებენ თამბაქოს რეალიზებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ...
საქართველოს მუნიციპალიტეტები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების პროექტში ერთვებიან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით დაიწყო. 27-28 ნოემბერს, პროექტის წარდგენისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან გაიმართა. უწყების ცნობით, ორდღიან საინფორმაციო შეხვედრას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ 13 ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტის...
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ღონისძიებას მართავს, აქტივისტები იმყოფებიან. თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო. პოლიციამ ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვი და კორდონი აქციის მონაწილეების მისვლისას გააკეთა, რომლის მიღმა გასვლის საშუალებას აქციის მონაწილეებს არ აძლევდა. აქტივისტების ნაწილმა შენობას შემოურა და კორდონის მეორე მხარეს აღმოჩნდა. ტერიტორიაზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც. თეა წულუკიანის შენობაში შესვლისას მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რა დროსაც პოლიციამ ტერიტორიიდან "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი...
დღეს, 29 ნოემბერს "ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე, პიკეტის დაწყებამდე შევიდნენ. პარლამენტის მიმდებარე ქუჩები პოლიციას დღეს რკინის ჯებირებით აღარ გადაუკეტავს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ პიკეტმა შედეგი უკვე გამოიღო და ხელისუფლებამ დეპუტატები პარლამენტში დილის 7 საათზე შეიყვანა. პარლამენტთან მისულმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პიკეტი ძალაშია, თუმცა კონკრეტულად რომელი შენობა დაპიკეტდება, ამას ნახევარ საათში გაახმოვანებენ. “ჩვენ მივალთ ყველგან, სადაც ქარიშხალია...
ოპოზიციური  პარტიები დღეს ერთობლივი კონსულტაციების შედეგად  შექმნილ საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს წარადგენენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მათი თქმით, საარჩევნო სისტემის კანონპროექტი გერმანულ მოდელზეა დაფუძნებული, ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის პროპორციულად ნაწილდება და ამასთანავე, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემაც. ინიციატივას მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ამ ტიპის მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ოპოზიციამ კი არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა. გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრისთვის პარლამენტის...
მთავრობის საპრივატიზაციო ნუსხაში მესტიის რეზიდენცია მოხვდა. ობიექტის სავარაუდო ღირებულებად მთავრობას 1 809 800 ლარი აქვს განსაზღვრული. ობიექტის ფართობი 13 902 კვ.მ.-ია. 100 საინვესტიციო შეთავაზებაში ასევე მოხვდა ობიექტები: სიღნაღში - სავარაუდო ღირებულებით 281 763 ლარი(ფართობი 13 000 კვ.მ.); ბახმაროში - სავარაუდო ღირებულება - 2 537 400 ლარი(ფართობი- 12 588 კვ.მ.), თბილისში, გოთუას 14 - სავარაუდო ღირებულება 6 595 721 ლარი(ფართობი 6...
საქართველოში ნათესების საერთო ფართობი ბოლო რამდენიმე წელია მნიშვნელოვნად მცირდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2014 წელს ნათესების საერთო ფართობი 479,9 ათასი ჰექტარი იყო, 2015 წელს - 463,9 ათასი ჰექტარი შეადგინა, 2016 წელს - 240 ათასი ჰექტარი, 2017 წელს - 420 ათასი ჰექტარი, 2018 წელს კი, მხოლოდ - 207,1 ათასი ჰექტარი. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. ამასთან, მცირდება მარცვლოვანი და მარცვლოვან­პარკოსანი კულტურების...
რუსთაველი-კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც 22 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, პირველად 22-ნოემბრამდე, შემდეგ კი 2-დეკემბრამდე გახანგრძლივდა. შეიცვალა კალენდარული და თანხობრივი გეგმა-განრიგიც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არალი“ აწარმოებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. თავდაპირველი, 21 პუნქტიანი გეგმით, რუსთაველი-კეცხოველის ქუჩებზე საბოლოო სამუშაოები, გზის სავალი ნაწილის მონიშვნით და ახალი, ლითონის მოაჯირების მოწყობით უნდა დასრულებულიყო. 21 ოქტომბერს, ვიდრე ხელშეკრულება პირველად შეიცვლებოდა, მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს,...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების ანალიზმა გამოკვეთა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ივანე მირიანაშვილისა და მისი გარემოცვის კერძო ინტერესები: მისი შვილისა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებმა, 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ჯამში 5,375,427.64 ლარის ღირებულების 44 ტენდერი და 57 გამარტივებული შესყიდვა მიიღეს”, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, ივანე მირიანაშვილის შვილმა, დავით მირიანაშვილმა სწორედ მაშინ მიიღო გამარტივებული...
ავტორები: ანანო ცინცაბაძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი სერია „საცხოვრისის პოლიტიკა საქართველოში“ N1 წლების მანძილზე, უსახლკარობა არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში. ღია საზოგადოების ფონდის ეგიდით ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ უსახლკარობასთან ბრძოლის სისტემური ხედვის არარსებობის პირობებში, საცხოვრისის მუნიციპალური სერვისები სუსტ და ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. 2019 წლის მაისში ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტისგან საცხოვრისის სერვისებისა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. წინამდებარე დოკუმენტი ამ ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე...
ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ ტრანსპორტის მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტი განახორციელა ნაწილი კი ამჟამადაც მიმდინარეობს. ამასთან, თბილისის მერიამ ზონალური პარკირების მონაკვეთებში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომა გააუმჯობესა და MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები დანიშნა. გარდა ამისა, მიმდინარეობს ახალი ავტობუსების შესყიდვისა და ე.წ. ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. "„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკში 347...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ