მთავრობის საპრივატიზაციო ნუსხაში მესტიის რეზიდენცია მოხვდა, ფასი 1.8 მილიონია

1073

მთავრობის საპრივატიზაციო ნუსხაში მესტიის რეზიდენცია მოხვდა. ობიექტის სავარაუდო ღირებულებად მთავრობას 1 809 800 ლარი აქვს განსაზღვრული. ობიექტის ფართობი 13 902 კვ.მ.-ია.

100 საინვესტიციო შეთავაზებაში ასევე მოხვდა ობიექტები: სიღნაღში – სავარაუდო ღირებულებით 281 763 ლარი(ფართობი 13 000 კვ.მ.); ბახმაროში – სავარაუდო ღირებულება – 2 537 400 ლარი(ფართობი- 12 588 კვ.მ.), თბილისში, გოთუას 14 – სავარაუდო ღირებულება 6 595 721 ლარი(ფართობი 6 796 კვ.მ.).

შეგახსენებთ, რომ მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია უკვე რამდენიმე წელია უფუნქციოდ დგას.

ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ის ინფორმაციით, ერთსართულიანი ხის შენობა, დაახლოებით, 1000 კვ.მ მიწის ფართობზეა აგებული. შენობაში 7 საძინებელი, ამდენივე მისაღები ოთახი და აბაზანაა განთავსებული, ასევე, სამზარეულო, საკონფერენციო დარბაზი და დაახლოებით 150 კვ მ.მისაღები ოთახი. სიდიდითა და განსხვავებული დიზანით გამოირჩევა პრეზიდენტისთვის დასასვენებელი ოთახები. მის ოთახს აბაზანასთან ერთად, საუნაც ესაზღვრება. შენობის მოპირდაპირედ, ორი დამხმარე ნაგებობა დგას, სადაც დაცვა და ტექპერსონალია განთავსებული.