რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რამდენიმე სიახლის შესახებ ისაუბრა.
ქარსელაძის თქმით, მაგისტრალზე ნაზუქით, ყავით და თიხის ნაკეთობებით მოვაჭრეებისთვის სიახლეები იგეგმება.
„სურამის მახლობლად, ახალ გზასთან შესაბამისი მოედანი მოეწყობა, სადაც საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით მიეცემათ ახალი შესაძლებლობა ადამიანებს, რომლებიც გზის პირას ნაზუქებით ვაჭრობენ. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, განავითარონ თავიანთი ბიზნესი და კიდევ უფრო...
წინა სტატია
ხელვაჩაურის საკრებულოში ერთმანეთს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წევრები დაუპირისპირდნენ.
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მერია სამ ავტომობილს შეიძენს, რასაც ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა. მათ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს და განაცხადეს, რომ მაღალჩინოსნები კომფორტის შესაქმნელად ავტომობილებს ყიდულობენ.
თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში" განმარტეს, რომ ავტომობილები არა მაღალჩინოსნებს, არამედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ ა(ა)იპებს გადაეცემა.
როგორც ცნობილია, ხელვაჩაურის მერია 175 000 ლარს სამი ავტომობილის შესაძენად დახარჯავს.
ხეები სადაც გადაირგო, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაგარი სივრცე კეთდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის მიერ დენდროლოგიური პარკის განაშენიანების შესახებ ჟურნალ "ველური ბუნებისთვის" მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით.
"ამ სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. პარკი გადეცემა სახელმწიფოს და იქ ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა შევიდეს, დაისვენოს. ძალიან მაგარი გამოდის. უფრო მეტსაც ვიტყოდი, ქვეყანაში ჩვენ ბევრი ასეთი სივრცე გვჭირდება", - განაცხადა კახა კალაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ, მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზენტაცია წარადგინა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმციით, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მიმდინარე წლელს 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განახორციელა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია. ასევე განხორციელდა 52 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჯამში, 2019 წელს სულ 200 რეაბილიტაციის...
ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ძვირადღირებული ავტომობილების შეძენას გეგმავენ, - ამის შესახებ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", მიშა ბოლქვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელვაჩაურის საკრებულოში დღეს ოფიციალურად უნდა მიიღონ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელვაჩაურის საკრებულოს უმრავლესობას მოუწოდებს, რომ საკითხს მხარი არ დაუჭირონ.
"ავტომობილების შესაძენად ჯამში 175 ათას ლარამდეა გამოყოფილი. ამ თემაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ ისაუბრა. აღნიშნული შესყიდვა...
წინა სტატია
ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი გამორიცხავს, რომ მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა არასრულადაა დეკლარაციაში ასახული.
როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის კომენტირებისას განუცხადა, კვლევას არ გაცნობია, თუმცა არ ეთანხმება კვლევის შედეგს, რომ არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა.
„არავითარი საქმიანობა, რომელიც არ იქნებოდა დეკლარაციაში ასახული, ჩემი ოჯახის წევრებს, მეუღლე იგულისხმება ამ შემთხვევაში, არ გვაქვს“,...
თბილისის მასშტაბით მუნიციპალური ავტოპარკის განახლება გრძელდება. დღეს, „ბოგდანის“ ფირმის ე.წ. ყვითელი ავტობუსები ISUZU-ს მარკის ახალმა ავტობუსებმა რვა მარშრუტზე ჩაანაცვლა. მათ შორის, ჩუღურეთის რაიონში, ახალი ავტობუსები სამ ხაზზე გავიდნენ.
ავტობუსების ჩანაცვლების პროცესს, დღეს, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, რაიონის გამგებელთან და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრო.
როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, დღეიდან „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ჩუღურეთის მოსახლეობას ახალი...
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, ზაჰესში ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოების შედეგად, წყალარინების ქსელი 335 გრძივ მეტრზე შეიცვალა, რის შემდეგაც, ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო.
„სამუშაოების ფარგლებში ასფალტის საფარი, დაახლოებით, 3 640 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ბორდიური.
სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "ენ კა“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 321...
სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაზე მან დამსწრე საზოგადოებას როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
კახა სამხარაძის განცხადებით, 2018-2019 წლებში სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 300 130 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 12 659 834 ლარი გამოიყო. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზეც, სადაც საგზაო...
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თითქმის ნახევარს – 64-დან 29-ს – უდასტურდება კომერციული ინტერესი (მას და/ან მის ოჯახის წევრს). შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბიზნესინტერესის მქონე მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების უმეტესობას (29-დან 22-ს), ამა თუ იმ ფორმით, დარღვეული აქვს კანონის ის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება კომერციული ინტერესის გამჟღავნებას და ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას, - ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო...
10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ნინო ლომჯარიას თქმით, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაზე.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე დაკვირვებამ მრავალი პრობლემა გამოავლინა, რომელმაც არსებითი გავლენა მოახდინა პროცესის სამართლიანად, მაღალი...
გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, იგი ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დადიოდა და ხეებს სწორედ ამ კუთხით არჩევდა.
„ზოგიერთებმა შეიძლება ეს ჩამითვალოს პირად ახირებად, რადგან ხარჯები არ არის შედეგთან...
უახლოეს 7-10 წელიწადში უნდა შევძლოთ და ქვეყანაში არსებული მანქანების 70-80% ელექტროძრავიანი უნდა იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას და განვითარდეს მრეწველობა, თუმცა, მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
„როგორც იტყვიან „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და საქართველოს ჩამორჩენა ინდუსტრიული განვითარების კუთხით, საშუალებას გვაძლევს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მარტივად მოვახერხოთ ეკოლოგიაზე ორიენტირებულ ინდუსტრიაზე გადასვლა“,...
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღსანიშნავი ღონისძიება იმართება. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ 2019 წელს განხორციელებული სამუშაოებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, წელს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები. ამ დროისთვის ჩქარონსული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ.გზა, სამუშაოები...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ჩ-მ საქართველოს მოქალაქეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად გამოართვა 3500 ლარი", - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით...
„პროცესი მიმდინარეობს”, - ასე უპასუხა დღეს კონკურენციის სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც პურის გაძვირების მიზეზებზე ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ კონკურენციის სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელისთვის მიცემულ დავალებას შეეხებოდა.
“მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს სამი ძირითადი სეგმენტის მიმართულებით - ეს არის ხორბლის იმპორტის კომპონენტი, ეს არის ფქვილის წარმოების და პურის წარმოების კომპონენტი; პროცესი მიმდინარეობს. საჭიროა ასევე განახლება. ყოველწლიურად ახლდება ინფორმაციები,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































