კახეთის გზატკეცილზე 2000 ძირი ხე, 800 ძირი ბუჩქი, 20 ათასი ძირი ტუია და 3500 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგვება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კახეთის გზატკეცილზე დარჩენილია გამწვანებითი სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს, ასევე, დახაზვითი სამუშაოები და განათების ბოძების ჩანაცვლების პროცესი, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. “გამწვანების აქციის ფარგლებში კახეთის გზატკეცილზე 2000 ძირი...
თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი 25 მილიონს აღწევს. მომავალ წელს ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე განმარტავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით გაიზრდება. "2020 წლის ბიუჯეტის სასტარტო თანხა გასულ წელთან...
ქობულეთის ბიუჯეტში საბავშო ბაღების აღსაზრდელების საკვებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდას ითხოვს ოპოზიცია. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. საბავშო ბაღების აღსაზრდელების საკვებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდის საკითხი სამშაბათს, სხდომის დღის წესრიგში არ ყოფილა, თუმცა ხორც-პროდუქტის შესაძენად გამოყოფილი თანხის მოცულობამ სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. საკრებულოს დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბონდო თედორაძის მსგავსად, ბაღების გაერთიანებაშიც აცხადებენ, რომ მაღალი ხარისხის ერთი კილოგრამი ხორცის შესაძენად 19 ლარი საკმარისი არაა. გაერთიანებამ ბაზრის კვლევაც ჩაატარა...
აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ამჯერად, ბათუმის და ზოგადად, რეგიონის რეკლამირება ლიეტუვაში რეიტინგული და ყველაზე ყურებადი ტელევიზიის LNK ეთერით ხორციელდება, რომელსაც ყოველდღიურად მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. პარალელურად, აჭარის პოზიციონირება მიმდინარეობს სამოგზაურო დაჯავშნის პორტალზე Expedia, რომლის მილიონობით მომხმარებელი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული...
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე უცნობმა პირებმა, სკვერში მდებარე სკამები და ნაგვის ურნები ხევში გადაყარეს. დაზიანებული ინვენტარის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ეს არის ახალციხეში ასპინძის ქუჩასთან ახლად გაკეთებული სკვერის ინვენტარი!!! ამ საქციელის ჩამდენის შეფასება თქვენთვის მომინდია ჩემო ახალციხელებო“, – წერს გიორგი ბლუაშვილი სოციალურ ქსელში. ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ სკამების და ურნების დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის. "სამწუხაროდ...
ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) 15,5 კმ-იანი მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალაქსაავტომობილო გზების  გურჯაანში და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი. ახალი გზა, შეამოკლებს და უფრო უსაფრთხოს გახდის გზას თელავიდან-თბილისამდე, რომელიც ამჟამად არის...
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქალაქში თეთრი ფერის ზოგიერთი ტაქსი "რეკლამითაა შეფუთული", რაც მიუღებელია და დამტკიცებულ ვიზუალურ სტანდარტს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციამ ჯარიმები სწორად გამოწერა. კალაძის თქმით, არანაირი რეგულაცია არ შეცვლილა, ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის და მას რეკლამის განთავსებისთვის აქვს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი. „ქალაქში მოძრაობს თეთრი ფერის ტაქსები, სადაც ყველგან რეკლამაა გადაკრული, მთლიანად რეკლამითაა შეფუთული. ეს...
ევროპის საბჭოს დახმარებით, თბილისის მერიამ სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა დააფუძნა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, პირველი შეხვედრა 14 დეკემბერს გაიმართება. „თბილისის მერია დიდ ყურადღებას უთმობს ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას, იქნება ახლის მშენებლობა თუ არსებულის რეაბილიტაცია. ევროპის საბჭოს დახმარებით, ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტი. ამ მიმართულების ფარგლებში ვაფუძნებთ სპეციალურ პლატფორმას, სადაც სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობა იქნება და ყველა იმ ადამიანს,...
უნიკალურმა მინის ხიდმა, რომელიც საქართველოში აშენდება მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. ქართულ ხიდზე ამჯერად ვებგვერდი vesty.co.il წერს და პროექტის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, წალკაში, დაშბაშის კანიონზე მოეწყობა. პროექტს კი ისრაელის კომპანა KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელებს. პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი დოლარია, ხოლო უშუალოდ ხიდის მშენებლობაზე 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ალგეთის...
სტატიის გაგრძელება თბილისის მერია უახლოეს დღეებში 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. როგორც თბილისის მერიის დღევანდელ სხდომაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსთან" მოლაპარაკებები დასრულებულია. ხმალაძის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში კომპანია მერიის მიერ შესყიდული მიკროავტობუსების გამოსყიდვას და არსებული პარკის ჩანაცვლებას სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის და დახმარების ხარჯზე უზრუნველყოფს. რაც შეეხება ტარიფს, მერიაში ირწმუნებიან, რომ მგზავრობის ფასები არ გაიზრდება. „კომპანიას მართლაც აქვს მძიმე მდგომარეობა და არანაირი...
ყაზბეგის გამზირზე, N1 და N3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდა, ასევე, LED განათება, საჩრდილობელი, გარე ტრენაჟორი და ყველა საჭირო ინვენტარი. ტერიტორია გამწვანდა და ხის ღობით შემოიფარგლა. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა. „სკვერის გარშემო რამდენიმე კორპუსია, რომლის მცხოვრებლები უკვე ლამაზ და კომფორტულ გარემოში...
კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ, ისე მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზრდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის განცხადებით, კომპანიასთან მოლაპარაკებები იოლი არ იყო და მოლაპარაკებებში მონაწილეებს, მათ შორის ვიცე-მერს მადლობა გადაუხადა. „დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება და ორი კვირის წინ მივადექით საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას, ეს არის მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, რომელიც დაევალა თბილისის ვიცე-მერს“,-...
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მუმლაძე მუშაობას მერიაში გააგრძელებს, თუმცა რა თანამდებობაზე, კალაძეს არ დაუკონკრეტებია. "დღეს წარმოგიდგენთ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს. ამ პოზიციაზე მუშაობდა მამუკა მუმლაძე, რომელიც არ მიდის გუნდიდან და საკმაოდ მაღალ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ტრანსპორტის მიმართულებით. რაც შეეხება ვიქტორ წილოსანს, ის განათლებით...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ 14 დეკემბერს თბილისში აქციაზე საჯარო მოხელეები იძულებით მიჰყავთ. მისი თქმით, აქციაზე მოქალაქეების ტრანსპორტირება პარტია „ქართული ოცნების" ბიუჯეტიდან მოხდება. „ერთი ცოცხალი ადამიანი მომიყვანეთ, ვინც ამას იტყვის. ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს თბილისში. ეს არის ორგანიზებული „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ და ხარჯებსაც პარტია...
მთის კურორტების მზადყოფნა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრები და შესაბამისი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. გიორგი გახარია დაინტერესდა, თუ როგორი მდგომარეობაა ზამთრის კურორტებზე როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცავი უწყებების ნაწილში. „უნდა ვიცოდეთ, სად ვართ ინფრასტრუქტურულად, სანომრე ბაზით, კატასტროფის მედიცინის კუთხით, როგორი მოლოდინი გვაქვს ტურისტების...
2020 წელს ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებსა და მასწავლებლებს ხელფასები, პენსიონერებს კი პენსია გაეზრდებათ. მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 1-ლი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები საშუალოდ 125 ლარით გაეზრდებათ. ჯარისკაცებისთვის ხელფასების ზრდა კი მიმდინარე წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, მათი წოდებების შესაბამისად გაგრძელდება. ჯარისკაცების, მეხანძრე-მაშველების, პოლიციელების და მათთან გათანაბრებული პირების ხელფასებზე 2020 წელს ჯამში ბიუჯეტიდან მიიმართება 1 მილიარდ ლარზე მეტი. 2020 წლის ახალი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ