თორნიკე რიჟვაძემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ 14 დეკემბერს თბილისში აქციაზე საჯარო მოხელეები იძულებით მიჰყავთ

413

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ 14 დეკემბერს თბილისში აქციაზე საჯარო მოხელეები იძულებით მიჰყავთ. მისი თქმით, აქციაზე მოქალაქეების ტრანსპორტირება პარტია „ქართული ოცნების” ბიუჯეტიდან მოხდება.

„ერთი ცოცხალი ადამიანი მომიყვანეთ, ვინც ამას იტყვის. ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს თბილისში. ეს არის ორგანიზებული „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ და ხარჯებსაც პარტია გაიღებს”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს, თბილისში მასშტაბურ შეკრებას გეგმავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, ამ შეკრებაზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებით საზეიმო კვირეული შეჯამდება.