კალაძე: კახეთის გზატკეცილზე 2000 ძირი ხე, 800 ძირი ბუჩქი, 20 ათასი ძირი ტუია და 3500 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგვება

669

კახეთის გზატკეცილზე 2000 ძირი ხე, 800 ძირი ბუჩქი, 20 ათასი ძირი ტუია და 3500 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კახეთის გზატკეცილზე დარჩენილია გამწვანებითი სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობს, ასევე, დახაზვითი სამუშაოები და განათების ბოძების ჩანაცვლების პროცესი, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება.

“გამწვანების აქციის ფარგლებში კახეთის გზატკეცილზე 2000 ძირი სამ მეტრზე მაღალი ხეები, 800 ძირი ბუჩქი, 20 ათასი ძირი ტუია და 3500 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგვება. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ყველანაირი თვალსაზრისით.” – ამბობს კალაძე.