თბილისის მერია 300 „ყვითელი მიკროავტობუსის“ შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს

727

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერია უახლოეს დღეებში 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

როგორც თბილისის მერიის დღევანდელ სხდომაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსთან” მოლაპარაკებები დასრულებულია.

ხმალაძის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში კომპანია მერიის მიერ შესყიდული მიკროავტობუსების გამოსყიდვას და არსებული პარკის ჩანაცვლებას სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის და დახმარების ხარჯზე უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ტარიფს, მერიაში ირწმუნებიან, რომ მგზავრობის ფასები არ გაიზრდება.

„კომპანიას მართლაც აქვს მძიმე მდგომარეობა და არანაირი რესურსი იმისა, რომ მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ამის მიზეზი კიდევ ვიმეორებ არის ის, რომ ჩვენამდე მმართველობის პერიოდში თვალი იხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემაზე, რომელიც კომპანიის ირგლივ ტრიალებდა. შესაბამისად, ტარფის ზრდაზე მოთხოვნა არის ლეგიტიმური და დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით.

მივაღწიეთ შეთანხმებას და დღეს ვდებთ მემორანდუმს მერია და კომპანია და ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას, რადგანაც ეს ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. უახოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეულის მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით და ამას მუნიციპალიტეტი განახორიცელებს. დედაქალაქის მგზვარებს მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები მოემსახურება.

დადგენილია, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პარამეტრები და მომდევნო პერიოდში ჩვენ კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოვახერხებთ იმას, რომ შემდგომ პერიოდში კომპანია დარჩენილი პარკის ჩანაცვლებას გააკეთებს და მერიის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების გამოსყიდვასაც”, – განაცხადა ხმალაძემ.