სტატიის გაგრძელება
თელავის უნივერსიტეტის პროფესორი, მეზობელს თავდასხმაში ადანაშაულებს. მომხდარს კი თელავის მერს უკავშირებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მკვლევარი თენგიზ სიმაშვილი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ, საცხოვრებელ სახლში მისი ნაცნობი ფიზიკურად გაუსწორდა. სიმაშვილის მტკიცებით, თავდამსხმელი "ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მერის ნათესავია. მანამდე კი, მასზე არაერთი მუქარა განახორციელა.
"გოჩა გოდერძიშვილი მოკვლით მემუქრებოდა, ვიცნობ, ამ ადამიანის ბავშვის ნათლია ვარ, მაგრამ შეხება არ მქონდა წლებია. გოდერძიშვილმა რამდენჯერმე...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭო სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას მართავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვითარება დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაძაბულია. მომიტინგეები, რომლებიც რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ, შენობაში შეიჭრნენ. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამართალდამცავებთან შეტაკებისას, არიან დაზარალებულებიც.
შეგახსენებთ, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანს. ამის შესახებ კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბედს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, თუ არა მივმართოთ საარბირტაჟო სასამართლოს. სამწუხაროდ, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომლის განხორციელებასაც შეუძლია ეკონომიკური გარდატეხა შეიტანოს...
ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი დაარსდება, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული და მოიცავს, როგორც მეზღვაურის პროფესიას, ასევე საპორტო პროფესიებს.
"2019 წლის მაისის თვეში ქ. ფოთის მერიის, სამეგრელო-ზემო სვანეთი სგუბერნიის მიერ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ინიციატივით ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მეშვეობითაც...
წინა სტატია
მომიტინგეები, რომლებიც სოხუმში, დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამართალდამცველებთან შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო.
შეგახსენებთ, აქცია დრამატული თეატრის შენობის წინ დაიწყო და მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა. ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესმა...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
სოხუმში მომიტინგეები დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც აფხაზური მედია წერს, ერთ-ერთი მომიტინგე ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდებს, შენობას ზიანი არ მიაყენონ. მედია ასევე იუწყება, რომ აქციის მონაწილეებსა და შენობის ადმინისტრაციის დაცვის წევრებს შორის ფიზიკური დაპირიპირება მოხდა.
სოხუმში, ოპოზიციის მომხრეების საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყო. ისინი ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების...
ბაკურიანში წყალმომარაგების ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, არსებული დებიტის კიდევ უფრო გაზრდისა და სტაბილური წყალმომარაგების შენარჩუნების მიზნით, მოპოვებული ახალი სათავიდან ქსელზე დაერთებითი სამუშაოები გრძელდება, - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მათივე ცნობით, წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახური სამუშაოებს დღის ბოლოს დაასრულებს.
"ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი სარეზერვო ქსელი და არსებული წყლის დებიტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბაკურიანის წყალმომარაგებას. მთელი ამ...
წინა სტატია
ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოწყობის მიზნით ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ამჯერად სატენდერო პირობებით მხოლოდ შ.პ.ს. "ნიუ-იბერია" დაინტერესდა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ქუთაისში რეგისტრიტებულ ფირმა, რომლის დირექტორეია მანანა მარუაშვილია, დროში დგარის დადგმის სანაცვლოდ 49 959 ლარს მიიღებს. აღნიშნული დროშის დგარი, რომლის სიმაღლე 46,5 მეტრია, ქუთაისის მერიამ ინდური დეველოპერული კომპანიისგან "სითი ქონსთრაქშენი" მიიღო.
კომპანიამ დროშის დგარის მოწყობა 60 დღის ვადაში უნდა მოახდინოს.
შეგახსენებთ, მერიამ აღნიშნული დროშის დგარის დასადგმელად ტენდერი რამდენჯერმე...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ჩვენ ამ დავას გავაგრძელებთ საერთაშორისო სასამართლოში. არ დავუთმობთ არცერთ ნაბიჯს და გამოვააშკარავებთ ყველა იმ თანამდებობის პირის და პოლიტიკოსის ქმედებას, რომელიც მიზანმიმართულად ებრძოდა ანაკლიის პროექტს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში მონაწილეობას პარტია „ქართული...
სტატიის გაგრძელება
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ალყა შემოარტყეს და შენობაში შეჭრას ცდილობენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
აფხაზური სააგენტოები იუწყებიან, რომ სამართალდამცავები ჯერ-ჯერობით აქციის მონაწილეების შეკავებას და შენობის დაცვას ახერხებენ. შეკრებილებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირიპირებაც მოხდა.
სააგენტო "ჩეგემსკაია პრავდა“ იუწყება, რომ ასობით მოქალაქე გამოვიდა მოთხოვნით, ჩატარდეს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და უკანონოდ ცნონ 2019 წელს ჩატარებული ე.წ....
ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში სკვერი დააზიანეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ზედაეწერში ზუგდიდის მერის წარმომადგენლის ირაკლი თორდიას თქმით, სკვერი დილით გადათხრილი დახვდა.
"სკვერი 3 თვის წინ გაკეთდა ბავშვებისთვის. ამ დილით კი გადათხრილი და დაბინძურებული დამხვდა. სკამებიც გაჩხაპნილია. სოფელი პატარაა და ჩემამდე მოვიდა ამბავი, რომ თითქოს პარკს შეგნებულად აზიანებენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებული არ მოსწონს. დაზიანება არ იყო ისეთი სახის, რომ შესაბამისი...
წინა სტატია
გურჯაანში დიდების მემორიალზე ხის ჯიხურები კვლავ დააზიანეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ხის ჯიხურები გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანების ბალანსზეა. საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება. მათივე განმარტებით, დაზიანებულ ჯიხურებს საბიბლიოთეკო გაერთიანება შეაკეთებს.
2017 წელს ქალაქ გურჯაანში მდებარე დიდების მემორიალზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და არქიტექტურული სამუშაო ჩატარდა, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოხალისე არქიტექტორები...
2020 წლიდან საქართველოში 20-მდე ლოკოკინის ფერმა მოეწყობა. საქმე იმაშია, რომ სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა "ნადი გრუპი“ საქართველოს მასტაბით ლოკოკინის ფერმების ხელშემწყობი ხდება, - ამის შესახებ BM.GE-ის „ნადი გრუპის“ დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა.
როგორც მერაბ ნადარაია ყვება, მას შემდეგ რაც ლოკოკინების ფერმა გახსნეს და იტალიაში ექსპორტზე 12 ტონა ლოკოკინა გაიტანეს, საქართველოს ყველა კუთხიდან ამ ბიზნესის მიმართ ინტერესი წამოვიდა.
"საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან...
სტატიის გაგრძელება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს ხუთ თვითმმართველ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში ახალი მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური 400 ლარის ნაცვლად 800 ლარით განისაზღვრა.
შესაბამისი ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებაში გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა და მისი ამოქმედების...
მთავრობამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ის საქართველოს, როგორც ციფრული და საინფორმაციო ჰაბის სახით ჩამოყალიბებას რეგიონში ითვალისწინებს.
"დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე გამოვიტანეთ ორი საკითხი, რომელიც შეეხება საქართველოს ინტერნეტიზაციას. პირველი ეს არის სტრატეგია 2020-2025 წლისთვის, რომელიც ითვალისწინებს არამხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ ზოგადად საქართველოს, როგორც ციფრული და საინფორმაციო...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თინა ბოკუჩავასა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებას „ქაღალდის პირადობების ეპოქაში'' აბრუნებს, - ამის შესახებ მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათივე თქმით, "უჩიპო“ პირადობის მოწმობები ხელისუფლებას არჩევნების მარტივად გააყალბებისთვის სჭირდება. იფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"დღევანდელი ბრიფინგი გვინდა მივუძღვნათ იმ ახალ რეგულაციას, რომელიც თეა წულუკიანმა დაადგინა. ხელისუფლება ხედავს, რომ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს და საარჩევნო წელს გაყალბების ახალი მექანიზმების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































