2020 წლიდან საქართველოში 20-მდე ლოკოკინის ფერმა მოეწყობა. საქმე იმაშია, რომ სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა “ნადი გრუპი“ საქართველოს მასტაბით ლოკოკინის ფერმების ხელშემწყობი ხდება, – ამის შესახებ BM.GE-ის „ნადი გრუპის“ დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა.
როგორც მერაბ ნადარაია ყვება, მას შემდეგ რაც ლოკოკინების ფერმა გახსნეს და იტალიაში ექსპორტზე 12 ტონა ლოკოკინა გაიტანეს, საქართველოს ყველა კუთხიდან ამ ბიზნესის მიმართ ინტერესი წამოვიდა.
“საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ძალიან ბევრმა გამოხატა ლოკოკინის ფერმის გახსნის სურვილი. მათ შორის ინტერესია გურიაში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში; სამეგრელოში – აბაშასა და ზუგდიდში; კახეთში – ლაგოდეხში; თბილისთან ახლოს – კასპის მუნიციპალიტეტში. ჯამში, 2020 წელს 20-მდე ლოკოკინი ფერმა ამოქმედდება, ზოგი გაზაფხულზე, ზოგი კი – შემოდგომაზე“, – ამბობს “ნადი გრუპის“ერთ-ერთი დამფუძნებელი.
მერაბ ნადარაიას თქმით, „ნადი გრუპი“ კონსულტირებას უწევს ლოკოკინის ფერმის მომავალ მეპატრონეებს და აქტიურადაა ჩართული დაპროექტებასა და მონიტორინგში.
გარდა ამისა, “ნადი გრუპი“ იმისთვის, რომ მომავალში საქართველოს მასშტაბით ლოკოკინის ფერმები საჯიშე ლოკოკინებით მოამარაგოს, სოფელ ახალ ხიბულაში, საკუთარ ფერმაში, გაზაფხულზე, ინკუბატორს გახსნის, სადაც ლოკოკინებს გაამრავლებენ.