თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თუ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მერიის მიერ შესყიდული 300 მიკროავტობუსის გამოსყიდვას ვერ შეძლებს, მერია მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მაინც გააგრძელებს. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მიუხედავად ამისა, კომპანიასთან ხელშეკრულებას მერია ვერ გაწყვეტს და მიკროავტობუსების მართვა მერიის ხელში არ გადავა. „ჩვენ როდესაც კომპანიასთან მემორანდუმი დავდეთ, ეს გამომდინარეობდა თბილისის სამარშრუტო კომპანიის ფინანსური პარამეტრებიდან, რომელიც...
თბილისის მოსახლეობას დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი მერიის დაქვემდებარებიდან გადადის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რაც სწორი ნაბიჯია. „ჩვენ არ ვჩერდებით წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ჯანდაცვა...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანას ბაღში” 10 იანვარს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული ერთი პირი 900 ლარით დააჯარიმა, სამი კი 700-700 ლარით. სასამართლომ 900 ლარით გიორგი ფხალაძე დააჯარიმა, ხოლო 700-700 ლარით - გიორგი გიგაშვილი, იოსებ ყაჯრიშვილი და გიორგი ჯიბლაძე. როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ფხალაძემ განაცხადა, აღნიშნულ განაჩენს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს. „ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ დამსაჯა იმისთვის, რომ ხმა...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და არქიტექტორებთან ერთად ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპით განსახორციელებელ სამუშაოებს გაეცნო. პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, მოხდა სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა. კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით დაფინანსდა. ამჯერად...
video
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, სოფლის ექიმებსა და ექთნებზე სახელფასო დანამატს 2020წელსაც გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.  პროგრამა ითვალისწინებს, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას - 300 ლარის ოდენობით, ექთნებისათვის კი 150 ლარის ოდენობით. ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის კი ხელფასზე დანამატი - 150 ლარის ოდენობით იქნება, ხოლო ექთნებისათვის 100 ლარის ოდენობით. ჯამში დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს.
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით მოძრაობის მარშრუტი შემდეგ მუნიციპალურ სამარშრუტო ხაზებზე შეიცვალა: #1 მარშრუტი იმოძრავებს: ორბელიანის - გენ.ასლან აბაშიძის - ბაგრატიონის - აღმაშენებლის - ტაბიძის - ლეონიძის - აღმაშენებლის - კობალაძის ქუჩებზე; #1ა მარშრუტი იმოძრავებს: კობალაძის - აღმაშენებლის - ტაბიძის - აღმაშენებლის - ბაგრატიონის - გენ. ასლან აბაშიძის - ორბელიანის ქუჩებზე; #8 მარშრუტი იმოძრავებს: ორბელიანის - გენ.ასლან აბაშიძის - ბაგრატიონის...
წინა სტატია შესაძლოა, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი  სამსახურიდან გაათავისუფლონ. ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს. მედიის ცნობით, კიდევ ერთი საჯარო მოხელე დატოვებს თანამდებობას მათი მიერ გავრცელებული სიუჟეტის შემდეგ - გადაწყვეტილებას ხულოს მერი რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაახმოვანებს. საქმე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს გურამ ხოზრევანიძე ეხება, რომელმაც შვილი იმ ორგანიზაციაში დაასაქმა, სადაც მუშაობს. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის თქმით, სამსახურეობრივი მოკვლევა უკვე დასრულებულია...
წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ უკანონო დაერთებები აღმოჩენილია წყალმომარაგების სისტემის იმ მაგისტრალზე, რომლითაც ხდებოდა ბაკურიანის ძირითადი ავზის შევსება. შესაბამისად, მაგისტრალიდან საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა, რაც დამატებით აფერხებდა დაბის გამართულ წყალმომარაგებას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში, წყლის სისტემის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთებები, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის რეაბილიტაციისა და მონიტორინგის პროცესში გამოავლინეს. "უკანონო დაერთებების დემონტაჟი (ჩაჭრა) ადგილზევე განხორციელდა,...
video
ახალციხეში, სოფელ კლდეში ე.წ ქვედა უბნის დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ონკანზე წყალი სამ დღეში ერთხელ, ხუთი წუთით მოდის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ოთხი შვილის დედა, ლელა დიასამიძე სასმელ წყალს ყოველდღიურად სოფლის ცენტრიდან ურიკით ეზიდება. წყარო მისი სახლიდან ნახევარი კილომეტრითაა დაშორებული. „სექტემბრის შემდეგ უწყლოდ ვართ. აქამდე კი ცოტა მაინც მოდიოდა. ძალიან რთულია, შვილებს ხომ უნდა მივხედო?! დავბანო,...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ იანვრის თვეში 8 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერები უკვე გამოაცხადა. გორის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გორის მერიის მიერ გამოცხადებული 15 ტენდერი მიმდინარეობს. „ტენდერების ძირითადი ნაწილი გზების რეაბილიტაციას უკავშირდება.სატენდერო წინადადებების მიხედვით, 2020 წელს რეაბილიტირდება სოფელ კირბალი-ბერშუეთის და ფლავი-ფლავისმანი-ქვეშის დამაკავშირებელი გზები, კარალეთში სავარგულებთან მისასვლელი გზა და სოფელ თედოწმინდაში ცენტრალური გზიდან სკოლასთან და სოფელთან მისასვლელი გზები. რეაბილიტრდება...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საპრივატიზაციო ქონებიდან, დღევანელი მონაცემებით, 38 ობიექტია გაყიდული. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს. როგორც BM.GE-ის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამ ნუსხიდან 20 ინვესტორი იურიდიული პირია, 18 - ფიზიკური პირი. მათ სხვადასხვა მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შეიძინეს. მათგან ხუთი უმსხვილესი ინვესტორების ჩამონათვალში არიან კომპანიები: "აშენდი ჯგუფი",...
შემდეგი სტატია "ღამის ეკონომიკის" სტრატეგიის შემუშავებაზე ჩატარებული ტენდერები ორჯერ ჩაგვეშალა, - ამის შესახებ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამჟამად თავად მერიაში მუშაობს გუნდი იმისთვის, რომ "ღამის ეკონომიკის" განვითარების მიმართულებით საკუთარი გეგმა წარადგინოს. „ღამის ეკონომიკის" პროექტი უკვე მოქმედებს და რაღაც პროექტებიც უკვე ხორციელდება. ჩვენ ორჯერ გვქონდა გამოცხადებული ტენდერი სტრატეგიის შემუშავებაზე. სამწუხაროდ, ორივეჯერ ჩაგვივარდა გამოცდილების ნაწილში. ახლა სტრატეგია...
რუსთავის მერია სოციალურად დაუცველებს დღეში ერთ ლარად და 85 თეთრად გამოკვებავს. ამ თანხაში შედის როგორც ზამთრის, ისე ზაფხულისა და სადღესასწაულო მენიუები. ამის შესახებ on.ge წერს.  1 900 ბენეფიციარის გამოსაკვებად რუსთავის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან 31 დეკემბრის პერიოდზე (335 დღეზე) გამოაცხადა. ამ დროის მონაცემებით, ტენდერი დასრულებულია და მასში შპს ალიონი გაიმარჯვებს, რომელიც მერიას მომსახურების შესრულებას ჯამში 1 177 777 ლარად სთავაზობს. მენიუ დეტალურად...
საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს სამუშაო საათების, შესვენების, ყოველკვირეული დასვენების, ღამის საათებში მუშაობის ხანგრძლივობას და არ უზრუნველყოფს სახელმწიფო ზედამხედველობას შრომის ყველა პირობის შესრულებაზე, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, არასათანადო რეგულაციების შედეგად დამკვიდრებული სამუშაო პრაქტიკა უპირატესობას საწარმოო მიზნებს ანიჭებს, რაც რისკს უქმნის მშრომელთა უსაფრთხოებას. "მაგალითად, მანგანუმის ზოგიერთ მაღაროში მაღაროელები მიწისქვეშ ზედიზედ 15 დღის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება "ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის გამოსავლენად, რომელშიც თბილისიც მონაწილეობს, ხმის მიცემა დღეიდან, 15 იანვრიდან დაიწყო და 5 თებერვალს 14:59 საათზე დასრულდება. კონკურსზე ხმის მისაცემად შექმნილია სპეციალური ლინკი: www.vote.ebdest.in, ხოლო ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი. ხმის მიცემა შეიძლება ნებისმიერი გეოგრაფიული ადგილიდან. კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად კი შექმნილია სპეციალური ჰეშთეგი #votefortbilisi როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ...
ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ წელს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამუშაოები მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის და ბოდიშსაც ამიტომ იხდის. რაც შეეხება დაანონსებულ მასშტაბურ პროექტებს, როგორც მერი აღნიშნავს, ინფორმაციას ამაზე მოსახლეობას მომდევნო დღეებში მიაწოდებენ. „ეს აუცილებელია და სჭირდება ჩვენს ქალაქს, იქნება გარკვეული დისკომფორტი, კიდევ ერთხელ მინდა ამის გამო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ