რუსთავის მერია სოციალურად დაუცველებს დღეში 1,85 ლარად გამოკვებავს

499

რუსთავის მერია სოციალურად დაუცველებს დღეში ერთ ლარად და 85 თეთრად გამოკვებავს. ამ თანხაში შედის როგორც ზამთრის, ისე ზაფხულისა და სადღესასწაულო მენიუები. ამის შესახებ on.ge წერს. 

1 900 ბენეფიციარის გამოსაკვებად რუსთავის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან 31 დეკემბრის პერიოდზე (335 დღეზე) გამოაცხადა. ამ დროის მონაცემებით, ტენდერი დასრულებულია და მასში შპს ალიონი გაიმარჯვებს, რომელიც მერიას მომსახურების შესრულებას ჯამში 1 177 777 ლარად სთავაზობს.

მენიუ დეტალურად იხილეთ ბმულზე.