“100 ქონება ბიზნესს” – რომელმა კომპანიებმა იყიდეს საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონება

900

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საპრივატიზაციო ქონებიდან, დღევანელი მონაცემებით, 38 ობიექტია გაყიდული. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს.

როგორც BM.GE-ის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამ ნუსხიდან 20 ინვესტორი იურიდიული პირია, 18 – ფიზიკური პირი. მათ სხვადასხვა მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შეიძინეს.

მათგან ხუთი უმსხვილესი ინვესტორების ჩამონათვალში არიან კომპანიები: “აშენდი ჯგუფი”, “აიღვინისსახლი”, რომელმაც ე.წ მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია შეიძინა; “ეიჩ გრუპი”, “იფქლი დიღომი”, ხუთეულს კი ერთ-ერთი ფიზიკური პირი ამთავრებს, რომელმაც 2 მილიონ 700 ათას ლარად თბილისში მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული ნაგებობები შეიძინა.

საერთო ჯამში, ამ ეტაპზე გასხვისებული სახელმწიფო ქონების ჯამური ღირებულება 47 მილიონ ლარს აღემატება.

კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებმაც სახელმწიფო ქონება შეიძინეს (ლარი):

1. აშენდი ჯგუფი – 10 005 000
2. აიღვინისსახლი – 7 510 000
3. ეიჩ გრუპი – 3 708 000
4. იფქლი დიღომი – 3 085 000
5. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – 2 505 000
6. ქ გრუპი – 1 888 000
7. ნოვო დეველოპმნტი – 864 000
8. იფქლი დიღომი – 1 177 000
9. ვილა დელუქსი – 782 000
10. ქუთაისი ტექსტილე – 800 000
11. დემასი – 514 000
12. ქართული პროდუქტი – 15 500
13. ორბი ჯგუფი ბახმარო – 2 543 000
14. გილდა – 220 000
15. ბინული-2008 – 1 123 000
16. სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი – 1 051 000
17. შპს წნ2 – 49 000
18. შპს ჯი ეს სი – 720 000
19. შპს გრეით ფონდი 1 – 201 000
20. საფეხბურთო კლუბი მერანი – 534 000