დიდუბის რაიონში ჭიაურელის ქუჩაზე გაზაფხულზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნა იგეგმება. თბილისის მერიის ცნობით, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად კი მიმდინარეობს ინტერიერის მოწესრიგება და გარესივრცის კეთილმოწყობა. რამდენიმე კვირაში დაიწყება შენობის კაპიტალური დასუფთავება. "ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობე არსებობს, ავაშენოთ ახალი ბაღები, მით უფრო იმ უბნებში, სადაც საბავშვო ბაღები საერთოდ არ არსებობს. გარდა იმისა, რომ აქ ბავშვები მიიღებენ სკოლამდელ განათლებას, ბაღის...
ზუგდიდის ახლადაღდგენილ ბოტანიკურ ბაღში წვიმის შედეგად წყალი დგება. წყლის გუბეებს ბაღის რამდენიმე ადგილზე ნახავთ. მერიის განმარტებით, პრობლემა სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოიკვეთა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ამიტომ, მუშაობენ, რომ მოიწვიონ მელიორაციის სპეციალისტები და შეისწავლონ, რა ფორმით და როგორ მოაგვარონ ის უხეში ჩარევის გარეშე. "შეიძლება წყალსაწრეტი არხების დამატებით გაყვანის საკითხი დადგეს. უფრო მარტივად, მსუბუქად რა შეიძლება გაკეთდეს, რომ უხეში ჩარევა არ მოხდეს და...
ზუგდიდის მერიამ ეთნოცენტრისთვის ხის პავილიონების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ათი პავილიონის განთავსებაზე ფრანგული პარკის ტერიტორიაზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 ათასი ლარია. სამუშაოები, ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა შესრულდეს. ზუგდიდის მერიაში განაცხადეს, რომ მეწარმეებს კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ. თავდაპირველად მსურველებს სამოტივაციო წერილით მერიისთვის მიმართვა მოუწევთ და გასაუბრების შედეგად შეირჩევიან. "ყველა პროცესი ამ კონკურსთან და შერჩევასთან...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის დაწყების მიზნით მედიასაშუალებებსა და ქალაქების მუნიციპალიტეტებს მიმართა.მ ამირან გამყრელიძემ განსაკუთრებით აქტიური ჩართულობისკენ ტელემაუწყებლებს მოუწოდა და სთხოვა, რომ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სოციალური სრეკლამის სახით, ის მესიჯები გააჟღერონ, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ყოველდღიურად მიმართავს. „მოგეხსენებათ ამ ტიპის ეპიდაფეთქებების და გლობალური საფრთხეების დროს ძალიან დიდი...
გორში, „ახალბაღში“ ახალი ატრაქციონები დამონტაჟდება. კულტურისა და დასვენების პარკი მიმდინარე წლის ზაფხულს ახალი ატრაქციონებით შეხვდება. მათი შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. „პროექტი ითვალისწინებს 7 ერთეული ატრაქციონის მოწოდებასა და დამონტაჟებას. "ახალბაღში" განთავსდება 2 ერთეული „კარუსელი“, „მფრინავი სკამები“, 2 ერთეული „ელექრომატარებელი“, „მფრინავი გემი“ და „მოძრავი კალათა“. გარდა ამისა, განხორციელდება ავტდრომის რეაბილიტაციაც და ძველი მანქანები ჩანაცვლდება ახლებით. შესყიდვის ღირებულება 800 ათასი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გელათის მონასტერთან მისასვლელი გზისა და საყრდენი კედლის მშენებლოაბს ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1.6 მილიონი ლარია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ,  მუნიციპალური განვითარების ფონდმა გელათის მონასტრის რესტავრაცია/რეკონსრუქცია რამდენიმე ეტაპად განხორციელა. პირველ ეტაპის ფარგლებში განხორციელდა გუმბათის და ქვების რესტავრაცია, ასევე გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის...
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის ტურისტულად დატვირთულ ზონაში განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო ზღვისპირა სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარეობს 2 კმ. სიგრძის მონაკვეთის ზღვისპირა პარკის მოწყობა. „პროექტის ფარგლებში: უკვე მოეწყო 850-მეტრიანი მონაკვეთი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, აშენდა მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, პროექტი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ქობულეთის...
სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს. შესაბამისი ცვლილებები „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ" კანონში იგეგმება. კანონპროექტზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, ახალი კანონპროექტი სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში კვების ხარისხის მიმართულებით რეგულაციებს გაამკაცრებს. „ჩვენ ვიცით, რომ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი სანქციაა საჭირო. მათ შორის, არ გამოვრიცხავთ დავაყენოთ სისხლის...
წინა სტატია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი დღეს დილიდან კვლავ ჩაკეტეს. დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, გადაადგილების საშუალება ორ თვეში ერთხელ მიეცემათ. ე.წ. გამშვები პუნქტის ორ თვეში ერთხელ გახსნის გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო უშიშროების საბჭომ გასული წლის 2 დეკემბერს მიიღო. „მართალია, საოკუპაციო ძალების მხრიდან დაანონსებული იყო, რომ ახალგორის...
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდება. საქართველოში ვიზიტით აზიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ინსტიტუტის (IDACA) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ექსპერტი ტერუნუმა ჰიროში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებს შეხვდება და სხვადასხვა დარგის კოოპერაციული საწარმოების საქმიანობას გაეცნობა. ექსპერტმა ტერუნუმა ჰიროშიმ,...
თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის 62-ე საჯარო სკოლისთვის - ჟიული შარტავას, ხოლო 94-ე საჯარო სკოლისთვის ჯამბულ წურწუმიას სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხებზე იმსჯელეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სკოლებისთვის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის ინიციატივა განათლებისა და კულტურის კომისიამ სკოლების მიმართვის საფუძველზე, საჯარო სხდომის ფორმატში განიხილა. „სკოლისთვის გმირის სახელის მინიჭება ნიშნავს, აღზარდო მომავალი თაობა წარსულის ღირებულებითა...
გვინდა შემოვიყვანოთ მეტროს ახალი ვაგონები და სადგურებს სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს „ისუზუს“ მარკის ახალი ავტობუსების წარადგინა და სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა. „გვინდა, რომ შემოვიყვანოთ ახალი მეტროს ვაგონები, გავაკეთოთ სადგურების სრული რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა ამ პროექტსაც თანმიმდევრულად განვახორციელებთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად იქნება მოწესრიგებული. რაც არ უნდა შემოტევები იყოს ჩვენს წინააღმდეგ, დედაქალაქის...
საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ეფექტიანი ენერგოუზრუნველყოფის სისტემის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ალტერნატიული სათბობი საშუალებების მოძიების მიზანი, ქვეყანაში ტყის მასივებზე ზეწოლის შემცირებაა, რაც ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის დღის წესრიგს წარმოადგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას ბიომასის გადამუშავების შედეგად მიღებული ალტერნატიული სათბობი რესურსის - ბრიკეტების წარმოების დიდი...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას ISUZU-ს მარკის, 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები წარუდგინა. კახა კალაძის განცხადებით, ძველი მუნიციპალური ტრანსპორტი 40 ახალი ავტობუსით კიდევ 9 მარშრუტზე ჩანაცვლდება. „მინდა აღვნიშნო, რომ ამით ჩვენ დავასრულეთ 8 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, თუმცა არ დამთავრებულა პროექტი, რომელიც წამოწყებული გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ...
წინა სტატია შემდეგი სტატია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, იგეგმება თუ არა აქამდე არსებული მიდგომის შეცვლა, რომლის თანახმადაც სვანეთში მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდის, თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ „საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა", თუმცა არ აკონკრეტებს როდიდან. „რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს გადასახადის გადახდა, მაგრამ ამ რეგიონის თავისებურებების...
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში სკვერი მოეწყობა. სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე შესრულდება. პროექტის ფარგლებში, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება; დაითესება ბალახი, მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, დასასვენებელი პავილიონი, დამცავი მოაჯირი და ბორდიური; ტერიტორია ფილებით მოპირკეთდება, განთავსდება ურნები და საპარკე სკამები. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის დეტალები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ