დიდუბის რაიონში ჭიაურელის ქუჩაზე გაზაფხულზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნა იგეგმება.
თბილისის მერიის ცნობით, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად კი მიმდინარეობს ინტერიერის მოწესრიგება და გარესივრცის კეთილმოწყობა. რამდენიმე კვირაში დაიწყება შენობის კაპიტალური დასუფთავება.
“ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობე არსებობს, ავაშენოთ ახალი ბაღები, მით უფრო იმ უბნებში, სადაც საბავშვო ბაღები საერთოდ არ არსებობს. გარდა იმისა, რომ აქ ბავშვები მიიღებენ სკოლამდელ განათლებას, ბაღის გახსნით დაახლოებით, 70-მდე ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება,“ – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.
ცნობისთვის, საბავშვო ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, რომელიც 300-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაღში დაცული იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტს კომპანია „ბილდ ტერიტორი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღწევს.