სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს

573

სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს. შესაბამისი ცვლილებები „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ” კანონში იგეგმება.

კანონპროექტზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განაცხადა, ახალი კანონპროექტი სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში კვების ხარისხის მიმართულებით რეგულაციებს გაამკაცრებს.

„ჩვენ ვიცით, რომ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი სანქციაა საჭირო. მათ შორის, არ გამოვრიცხავთ დავაყენოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მავნე სურსათი იქნება ბაღებსა და სკოლებში შეტანილი. ვამუშავებთ სამუშაო ვერსიას და ვგეგმავთ, 2020-2021 სასწავლო წელს ეს რეგულაციები უკვე ასახული იყოს კანონში”, – განაცხადა დანელიამ.

აღნიშნული ცვლილებების თაობაზე კანონის პროექტის პარლამენტში დარეგისტრირება უახლოეს მომავალში იგეგმება.