საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ეფექტიანი ენერგოუზრუნველყოფის სისტემის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ალტერნატიული სათბობი საშუალებების მოძიების მიზანი, ქვეყანაში ტყის მასივებზე ზეწოლის შემცირებაა, რაც ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკის დღის წესრიგს წარმოადგენს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას ბიომასის გადამუშავების შედეგად მიღებული ალტერნატიული სათბობი რესურსის – ბრიკეტების წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც მნიშვნელოვანია ნარჩენების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისითაც.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის ბრიკეტებზე ხელმისაწვდომობა, საქმიანი ეზოების საშუალებით, უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი.