გორში, „ახალბაღში“ ახალი ატრაქციონები დამონტაჟდება

715

გორში, „ახალბაღში“ ახალი ატრაქციონები დამონტაჟდება. კულტურისა და დასვენების პარკი მიმდინარე წლის ზაფხულს ახალი ატრაქციონებით შეხვდება. მათი შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

„პროექტი ითვალისწინებს 7 ერთეული ატრაქციონის მოწოდებასა და დამონტაჟებას. “ახალბაღში” განთავსდება 2 ერთეული „კარუსელი“, „მფრინავი სკამები“, 2 ერთეული „ელექრომატარებელი“, „მფრინავი გემი“ და „მოძრავი კალათა“. გარდა ამისა, განხორციელდება ავტდრომის რეაბილიტაციაც და ძველი მანქანები ჩანაცვლდება ახლებით. შესყიდვის ღირებულება 800 ათასი ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო“, – აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცეებულ ინფორმაციაში.