ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, განათლების რესურსცენტრმა სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა.
„სწავლა ხვალ განახლდება. გაცდენილი დღე კი ერთ შაბათ დღეს ანაზღაურდება", -განაცხადეს რესურსცენტრში.
სავარაუდოდ, ხვალ განახლდება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებშიც. ქუთაისში, „სოკარ...
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ KfW-ს წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, აჭარაში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს და განხორციელებული მოკვლევის შედეგები შეაფასეს.
„წყლის სისტემის პროექტის ფარგლებში, აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ მოქალაქეს წყალმომარაგების და წყალარინების თანამედროვე...
ეკატერინე ბასილაია
ყვარლის სოფელ ზინობიანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ იმ მინისტადიონის ხელახლა მოწყობა იგეგმება, რომელიც გასულ წელს უკვე „გაკეთდა“ და დაიხარჯა კიდეც ამავე პროგრამით გამოყოფილი 12 000 ლარი.
ადგილობრივების პრეტენზიაა, რომ სოფელში, რომელსაც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, 2 წელი ფული ერთი და იგივე სტადიონის ვითომ მოსაწყობად არ უნდა იფლანგებოდეს, რადგან გასულ წელს მხოლოდ მინდორი გათიბეს და არსებული ღობე შეღებეს, მიუხედავად იმისა,...
რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების განვითარების მიზნით არსებული ფონდებითა და პროგრამებით დაფინანსებული პროექტების 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თქმით, რეგიონების განვითარებისათვის გასულ წელს უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო ჩატარდა და 402 მილიონი ლარის 6774 პროექტი დაფინანსდა.
"ესაა პროექტები, რომელსაც უშუალოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით. მხოლოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს განახლდა, 4000-ზე...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გურჯაანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ზონა, ბავშვთა ატრაქციონები, ამფითეატრი და სპორტული მოედანი.
უწყების ინფორმაციით, პროექტი ასევე ითვალისწინებს განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების, ბორდიურების, სკამების, ნაგვის ურნების და მწვანე საფარის მოწყობას.
"პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცედ დაიყო და ის სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,...
ქუთაისის ნაწილს ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდება. "სოკარ ჯორჯია გაზის" პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი გაზსადენზე მომხადრი ავარიაა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე ტექნიკური ჯგუფი უკვე მუშაობს და პრობლემის მოგვარებისთანავე მოსახლეობას მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გაუგზავნიან.
"ნახევარ საათში დაიწყება ჩართვები, მაგრამ ყველას აღდგენა დღეს ვერ მოხერხდება. სრულად ხვალ 13 თებერვლის საღამოსთვის მოხდება ყველა აბონენტისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება", - ამბობს თეონა რუხაძე.
სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ლილოს დასახლებაში მდებარე ცენტრალურ ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა 14 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ცენტრალურ გზასთან ერთად, მოწესრიგდება ის მიმდებარე ეზოები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ქუჩის ნაწილზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების...
წინა სტატია
ჩხოროწყუს თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 112 600 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით. აღნიშნული წესის მიხედვით, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) ხარჯების ასანაზღაურებლად განესაზღვრათ ზღვრული მოცულობა,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი „სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში 2017-2018 წლებში იმაზე მეტ ვალდებულებას იღებდა, ვიდრე ბიუჯეტით ჰქონდა გათვალისწინებული, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტების მიხედვით, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო ხარჯები, მათ შორის, მოსახლეობის „სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას/თანადაფინანსებას, რაც არ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ჩხოროწყუს მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნებისა და გეოლოგიური კვლევების გარეშე ჩაიბარა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა 2016 წელს გზების მოწყობის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენაზე 2 ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საპროექტო-საძიებო სამუშაოები (ტოპოგრაფია, გეოლოგია).
"ხელშეკრულების თანახმად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს (საკუთარი ხარჯებით) უნდა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული
მიმართულება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაა. აუდიტის ცნობით, 22017-2018 წლების ბიუჯეტების ქვეპროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაიგეგმა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა წყლის სისტემის მოწესრიგებას, მის დაცულობას, მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის, ბაქტერიებისაგან გაწმენდილი წყლის მიწოდებას....
შემდეგი სტატია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაცემული მასალის 66% მოსახლეობამ ვერ გამოიყენა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვით 4 ხელშეკრულება გააფორმა, ღირებულებით − 282.6 ათასი ლარი. ხელშეკრულებების ფარგლებში მიმწოდებლებმა მუნიციპალიტეტს მიაწოდეს საცხოვრებელი სახლის სახურავის მასალები: თუნუქის ფურცლები, ხის მასალა და აზბესტცემენტის შიფერი.
ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ აღნიშნული...
წყალტუბოში სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები სანატორიუმში არსებულ პრობლემებს აპრტესტებენ და ერთობლივ გაყვანას მოითხოვენ. მათი თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვანა, რომ სანატორიუმი ავარიულია და იქ ცხოვრება არ შეიძლება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
დევნილები ცუდი პირობების გამო დაუყოვნებლივ გაყვანას ელოდებოდნენ, მაგრამ დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ დეპარტამენტში განუცხადეს, რომ განცხადებები უნდა დაწერონ და ბინებს დაელოდონ.
დევნილები ამბობენ, რომ სამინისტროში განცხადებების შეტანის შემთხვევაში ბინებით...
სოფელ კირაჩ-მუღანლოს მცხოვრებლები ჩივიან, რომ სოფელში ელექტროენერგია ნორმალურად არ მიეწოდებათ. ეს პრობლემა კი ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებულად აწუხებთ.
მათი თქმით, დღის განმავლობაში 5-ჯერ მიდის დენი. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„თუ გადასახადს დავაგვიანებთ ერთი დღე, მაშინვე ჯარიმას წერენ. საკაბელო სისტემაზე გადასვლით ყოველდღე შუქი იქნებაო, მაგარმ ისევ პრობლემა გვაქვს“,
ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ელექტროენერგიის პრობლემა მეზობელ სოფლებში, ხანჯიგაზლოსა და თაქალოშიც არის ხოლმე.
„მაგალითად, კაპანხჩში შუქის...
მარნეულის მერიამ 300 სანაგვე ურნის შესაძენად 300 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს კოროზიისადმი მდგრადი ცხლად მოთუთიებული ფურცლოვანი ლითონისაგან. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
შპს „სუფთა მარნეულში“ გვეუბნებიან, რომ ახალი კონტეინერები ძირითადად ქალაქ მარნეულში განთავსდება, ვინაიდან, ახლანდელი ურნების უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული.
მარნეულის მერიამ აღნიშნული ტენდერი 7 თებერვალს გამოაცხადა, მასში მონაწილეობის მიღება პრეტენდენტებს 15-დან 18 თებერვლის...
ათზე მეტი ხის კოტეჯი, ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და შვიდზე მეტი დასასვენებელი ფანჩატური, - ასეთია იმ ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელიც აბასთუმნის მიმდებარედ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. შპს „ჯორჯია 2016“-ს ტერიტორია 35 წლიანი აღნაგობის (იჯარის) უფლებით გადაეცა და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის სამწლიანი ვადა აქვს.
კომპანია ასევე ვალდებულია :
• მომზადებული არქიტექტორული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































