ქუთაისის ნაწილს ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდება. “სოკარ ჯორჯია გაზის” პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი გაზსადენზე მომხადრი ავარიაა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე ტექნიკური ჯგუფი უკვე მუშაობს და პრობლემის მოგვარებისთანავე მოსახლეობას მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გაუგზავნიან.
“ნახევარ საათში დაიწყება ჩართვები, მაგრამ ყველას აღდგენა დღეს ვერ მოხერხდება. სრულად ხვალ 13 თებერვლის საღამოსთვის მოხდება ყველა აბონენტისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება”, – ამბობს თეონა რუხაძე.