გურჯაანის მუნიცპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში შუქნიშნების დასამონტაჟებელი თანხა გათვალისწინებულია.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ტენდერი სავარაუდოდ კვირის ბოლოს გამოცხადდება.
„ამას თავისი პროცედურები აქვს, სამინისტროს თანხმობას დაველოდებით. გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები. შუქნიშნები დამონტაჟდება კოსტავა-თავისუფლების, ასევე თავისუფლებისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე ,“ - ამბობს ბერიძიშვილი.
მისივე თქმით, სამუშაოებისთვის 145 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ უკვე მრავალი...
სამცხე-ჯავახეთში მდებარე 10 საბადოს ლიცენზიის მოპოვების საწყისი ფასი ჯამში 30 მლნ ლარზე მეტია. თითოეულ საბადოზე ინვესტორს აქვს ვალდებულება განახორციელოს გარკვეული ღირებულების ინვესტიცია და შექმნას სამუშაო ადგილები. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ასე ჰქვია ეკონომიკის სამინისტროსა და წიაღის სააგენტოს ერთობლივ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით შეირჩა და აუქციონზე გავიდა სხვადასხვა რეგიონში მდებარე 100–მდე საბადოს ლიცენზია.
ლიცენზიის გაცემის ვადა მინერალური...
ყაზბეგის გამზირის N27-ის მიმდებარედ არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 400 კვ.მ ფართობზე ჩატარდება, სადაც საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდება; მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, LED განათების სისტემა და საპარკე სკამები დამონტაჟდება, რომელზეც...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
სიღნაღის სოფელ ბოდბეში ბაღის მშენებლობა არაკვალიფიციურად შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო ვერ დასრულდა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ 2017-2018 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სამუშაოსშესასრულებლად მიმწოდებლებისგან შეისყიდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის:
2017 წელს ი/მ გიორგი კობალაძისგან შეიძინა სოფ. ქვემო ბოდბის საბავშო ბაღის შენობისა და ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით − 5.2 ათასი ლარი.31...
გურჯაანის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, სადაც წყლის ხარისხზე იყო საუბარი, მისი სინჯი გაკეთდა. როგორც გაირკვა ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებმა ზღვრულ ნორმას 12 ერთეულით გადააჭარბა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
ა(ა)იპი მუნიციპალური სერვისის დირექტორის, თამაზ აბრამიშვილის განმარტებით, მონაცემები საგანგაშო არ არის, თუმცა ამბობს, რომ ხვალ სინჯი ხელახლა ჩატარდება.
„როცა მოვიდა ინფორმაცია, რომ წყალი საეჭვო იყო, ძალიან მალევე ავიღეთ სინჯი. ამ კონკრეტულ...
თელავის ხევის ღვარცოფშემაკავებელი კონსტრუქცია გამაგრებას საჭიროებს, რის გამოც მოსახლეობა კონსტრუქციების მოწესრიგებას ითხოვს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
გამოცემა წერს, რომ თელავის ხევი ტურბულენტული ხასიათისაა და არსებული გლობალური დათბობის პირობებში, როდესაც იზრდება წყალდიდობების საფრთხე, არსებობს წყალმოვარდნის რეალური საშიშროება.
მოსახლეობის მოსაზრებით, უნდა მოხდეს თელავის ხევის ღვარცობშემაკავებელი კონსტრუქციების რეაბილიტაცია და გამაგრება.
იხილეთ თემასთან დაკავშირებული ინიციატივა. თუ თვლით, რომ საკითხი აქტუალური და პრობლემურია, გადადით ლინკზე და მიეცით ხმა.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო, - ამის შესახებ მარნეულის ყოფილმა მერმა და ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, მის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა.
თემურ აბაზოვის ინფორმაციით, დაზარალებული მასზე განაწყენებული იყო, ვინაიდან სამსახურის თხოვნაზე უარი მიიღო. მისივე თქმით, შესაძლოა, ამით ვინმემ ისარგებლა და ეს კადრები დადგა.
„როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჟურნალისტები...
ახალციხეში, რუსთაველის და ასპინძის ქუჩებზე კორპუსების ფასადების და სადარბაზოების რეაბილიტაციისთვის სამი ტენდერია გამოცხადებული. სამუშაოებისთვის დაახლოებით 700 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ ბინებს: N99, N 99 ა, N101, N103, N107. ასპინძის ქუჩაზე კი N36 საცხოვრებელ სახლს. მოწესირგდება ფასადები, სადარბაზოები და ეზოები.
სამი ტენდერიდან ერთში შპს „მშენებელი 2004“-მა 349 500 ლარით გაიმარჯვა. კომპანია რუსთაველის ქუჩაზე...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
2017-2018 წლებში სიღნაღის თვითმმართველობამ სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვა კანონმდებლობის დარღვევით განახორციელა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
2017-2018 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტმა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით 25 ხელშეკრულება გააფორმა, საერთო ღირებულებით − 1,116.4 ათასი ლარი.
აუდიტის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ მერია მიმწოდებლებისგან არ ითხოვდა დოკუმენტაციას ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ.
"ამასთანავე, შესრულებული სამუშაოების აქტებისა და სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვების...
რაჭაში, ქალაქ ონში მოვითხოვთ სამშობიარო სახლის გახსნას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფატალური შედეგები, - ამ მოთხოვნით პეტიცია დარეგისტრირდა, რომლის ადრესატი საქართველოს მთავრობა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.
პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის 613 ადამიანის ხელმოწერა ესაჭიროება, ვკითხულობთ:
"ამ დრომდე, რაჭაში არ არსებობს გინეკოლოგიური კაბინეტი სახლი და სამშობიარო. მოქალაქეებს ექოსკოპიური კვლევის შესაძლებლობა არ ეძლევათ. რეგიონში სამედიცინო პერსონალი არ ოპერირებს.
ამ დრომდე, რაჭაში არაერთი...
12 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, კერძოდ, ოხერას უბანში საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გორის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასმელი წყლის ავზთან დამონტაჟებული ურდული შეგნებულად იყო დაკეტილი. ამი შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
,,ეს არ არის ისეთი ადგილი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს მისვლა, დაკეტვა ან გაღება. საკმაოდ, მიუვალ ადგილზეა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ურუდული შეგნებულად იყო დაკეტილი....
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც.
აბაზოვის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ბრალდებულებს გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ გირაოს თანხები დაუბრუნდებათ.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო...
პროგრამის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში წყალტუბოში, სოფელ ცხუნკურის ქვითკირის საბადო აუქციონზე იყიდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
საწყისი ფასი 78 ათას 461 ლარია. აუქციონში გამარჯვებულმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, ორი წლის ვადაში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 500 000...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
კომპანიას, რომელსაც სიღნაღის ორი ქუჩის რეაბილიტაცია ევალებოდა, 118 400 ლარის სამუშაოები არ დაუსრულებია, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ტექნომშენ ჯგუფს“ შორის ქ. სიღნაღში, მოსულიშვილის და მოსაშვილის ქუჩების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდა, თანხით − 249.1 ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2019 წლის 25 იანვრის...
2020 წლის 3 იანვრიდან კასპის მერის მოადგილის პოსტი ვაკანტურია. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნინო ჯინიყაშვილის განცხადებით, რომელიმე კანდიდატის დანიშვნის შესახებ, კასპის მერს ბრძანება გამოცემული არა აქვს.
ზაზა მარიდაშვილის გათავისუფლების შესახებ არსებული სიტუაციის გამო, კასპის ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიგებში შეშფოთებას გამოთქვამენ. შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი რამაზ ბერიანიძე ამბობს, რომ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის ჩარევით, კასპის...
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", ამბროლაურის სოფლებში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. ამის შესახებ ამბროლაურის ხმა წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის სააგანტოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან მართავენ შეხვედრებს, მათ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს აცნობენ და მათთან ერთად სოფლებში არსებულ პრობლემებს განიხილავენ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2020 წლის 31 იანვრიდან დაიწყო, 12 თებერვალს დამთავრდება და ის ყველა სოფელს მოიცავს.
სოფელ ნიკორწმინდასა და ხვანჭკარაში პრიორიტეტი გარე განათებას მიენიჭა,
სოფელ სადმელში წმიდა გიორგის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































