გურჯაანში შუქნიშნების მონტაჟისთვის ტენდერი გამოცხადდება

797

გურჯაანის მუნიცპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში შუქნიშნების დასამონტაჟებელი თანხა გათვალისწინებულია.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ტენდერი სავარაუდოდ კვირის ბოლოს გამოცხადდება.

„ამას თავისი პროცედურები აქვს, სამინისტროს თანხმობას დაველოდებით. გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები. შუქნიშნები დამონტაჟდება კოსტავა-თავისუფლების, ასევე თავისუფლებისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე ,“ – ამბობს ბერიძიშვილი.

მისივე თქმით, სამუშაოებისთვის 145 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.

აქვე შეგახსენებთ, რომ უკვე მრავალი წელია, მოსახლეობა განსაკუთრებით ამ ორ ლოკაციაზე შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვს. თუმცა, აღნიშნული პრობლემა ამ დრომდე ვერ მოგვარდა. გასულ წელს პროექტირების ტენდერი ორჯერ ჩავარდა. მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც საპროექტო სამუშაოები დასრულდა, ბიუჯეტში მონტაჟისთვის საჭირო თანხა აღარ იყო.