ახალციხეში 6 ბინას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

638

ახალციხეში, რუსთაველის და ასპინძის ქუჩებზე კორპუსების ფასადების და სადარბაზოების რეაბილიტაციისთვის სამი ტენდერია გამოცხადებული. სამუშაოებისთვის დაახლოებით 700 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ ბინებს: N99, N 99 ა, N101, N103, N107. ასპინძის ქუჩაზე კი N36 საცხოვრებელ სახლს. მოწესირგდება ფასადები, სადარბაზოები და ეზოები.

სამი ტენდერიდან ერთში შპს „მშენებელი 2004“-მა 349 500 ლარით გაიმარჯვა. კომპანია რუსთაველის ქუჩაზე ორ ბინას (99 და 99ა) ჩაუტარებს რეაბილიტაციას. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 კვირაა.

რაც შეეხება ასპინძის ქუჩაზე N36–ში და რუსთაველის N103-ში მდებარე საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციას, აქ ტენდერი 365 168 ლარზეა გამოცხადებული და შერჩევა–შეფასება მიმდინარეობს.

შერჩევა–შეფასების ეტაპზეა N101 და N107-ში მდებარე ბინების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერიც. სავარაუდო ღირებულება 296 266 ლარია.

ახალციხის მერიამ სამივე ტენდერი ექვს იანვარს გამოაცხადა და წინადადებების მიღება 28 იანვარს დასრულდა.