თელავში ხევის ღვარცოფშემაკავებელი კონსტრუქციების მოწესრიგებას ითხოვენ

647

თელავის ხევის ღვარცოფშემაკავებელი კონსტრუქცია გამაგრებას საჭიროებს, რის გამოც მოსახლეობა კონსტრუქციების მოწესრიგებას ითხოვს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

გამოცემა წერს, რომ თელავის ხევი ტურბულენტული ხასიათისაა და არსებული გლობალური დათბობის პირობებში, როდესაც იზრდება წყალდიდობების საფრთხე, არსებობს წყალმოვარდნის რეალური საშიშროება.

მოსახლეობის მოსაზრებით, უნდა მოხდეს თელავის ხევის ღვარცობშემაკავებელი კონსტრუქციების რეაბილიტაცია და გამაგრება.

იხილეთ თემასთან დაკავშირებული ინიციატივა. თუ თვლით, რომ საკითხი აქტუალური და პრობლემურია, გადადით ლინკზე და მიეცით ხმა.