ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ  ზუგდიდის ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები არ უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ მათ გენგემის კონცეფციის საჯარო განხილვაზე განაცხადეს. საპროექტო ჯგუფის წარმომადგენელმა ვაჟა კუხიანიძემ თქვა, რომ დადიანების ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. „გასაგებია, რომ იქ რაღაც ფინანსური დაინტერესებაა, ქალაქს სჭირდება ეს თანხა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უფრო ფასეული ადგილია, ვიდრე...
ზუგდიდის გრძელვადიანი განვითარების გენგეგმა ცენტრალური ბაზრის გადატანას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ გენგეგმის განხილვაზე პროექტის ავტორებმა განაცხადეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.  „გეგმა ითვალისწინებს ბაზრის მოპირდაპირე ტერიტორიის მოწყობას, რომელიც დღეს არის ავტოსადგომი და რამდენიმე ქაოტურად განვითარებული მშენებლობა. ხედვაში გვაქვს მდინარის მხარის განვითარება. ბაზარი თავისი ძველი კონტურით დარჩება, მაგრამ მიმდებარედ გვსურს, რომ სავაჭრო ცენტრი განვითარდეს ერთ კომპლექსურ შენობად“, - განაცხადა საპროექტო ჯგუფის წარმომადგენელმა...
წინა სტატია ავარიული სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა. XIX საუკუნის შენობას კულტრურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის მომზადებისთვის ტენდერით 32 000 ლარია გათვალისწინებული. თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო. წინადადებები მიღება ორ მარტს დასრულდება. თანდართული დოკუმენტების მიხედვით კი, პროექტით განსაზღვრული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 800 000 ლარია. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ მომზადებული...
video
წინა სტატია თელავში, ნადიკვრის კულტურის და დასვენების პარკში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. გატეხილი და მოშლილია ტერასები, ჩამსხვრეული და დაბზარულია შუშის მოაჯირები, ამოტეხილია ამფითეატრის იატაკის ფიცრები და ეზოში არსებული სკამები. დაზიანებულია ასევე ქვედა ტერასაზე განლაგებული ინფრასტრუქტურაც. ადგილობრივები კი დასასვენებელ პარკში კამერების დამონტაჟებას ითხოვენ. მათი თქმით, თელავი ტურისტული ქალაქია, ნადიკვრის პარკს კი ყოველ წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს. თელაველები ადგილობრივ თვითმმართველობას საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.
"ევროპული საქართველო" "ოცნებას" ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის ოფისის დარბევაში ადანაშაულებს. "ევროპული საქართველოს”  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის შალვა დათუაძის ინფორმაციით, ბაღდათში მათი ოფისის დარბევა სცადეს. როგორც დათუაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, მმართველი პარტიის აქტივისტებმა პარტიის აბრები და  სააგიტაციო მასალები ჩამოხიეს. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=3493586100714653&id=100001898936952
დასავლეთ საქართველოს განვითარება ქუთაისით უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერემა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, ქალაქის განვითარების 11 ინიციატივის წარადგენისას განაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. პარტიის ლიდრების ერთ-ერთი ინიციატივით საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში უნდა დაბრუნდეს. ვაშაძე სხვადასხვა ქალაქების განვითარების გეგმაზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში მსგავს ინიციატივებს უახლოეს მომავალში სხვა მუნიციპალიტეტებშიც წარადგენს.
ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაის ფაბრიკის სკოლა, სადაც რამდენიმე დღის წინ ხანძარი იყო, თითქმის სრულად დაიწვა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. შესაძლებელია თუ არა სკოლაში საგანმანათლებლო პროცესის განახლება, საბოლოო პასუხი მას შემდეგ გაირკვევა, რაც ექსპერტები მუშაობას დაასრულებენ. მანამდე, ჩაის ფაბრიკის 36 მოსწავლე სწავლას მეზობელ სოფელში, დედალაურის სკოლაში გააგრძელებენ. "სრულად არის დამწვარი მეორე სართული, წყლისგან დაზიანებულია პირველი სართულიც. ჯერ უნდა შეისწავლონ ექსპერტებმა ექვემდებარება თუ...
ზუგდიდის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, ზუგდიდი უნდა გახდეს ფეხით მოსიარულე და ველოსიპედით მოსარგებლე ადამიანების ქალაქი, - ამის შესახებ გენგეგმის კონცეფციის განხილვაზე მისმა ავტორებმა განაცხადეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. „ახლა გვაქვს საკმაოდ განიერი ქუჩა, რომელსაც არაორგანიზებულად ითვისებს ავტოსადგომი. გვინდა ამ პარკინგის ტერიტორიის გამოყენება, რომ გაგანიერდეს საზოგადოებრივი ტროტუარი და მოეწყოს ფეხმავალთათვის საინტერესო ბულვარი, რომელიც იქნება უფრო დატვირთული კაფეებით, ბარებით“, - უთხრა ჟურნალისტებს საპროექტო...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში საპროტესტო აქცია გაიმართა. 30 ოჯახი, რომელმაც ავტობანის მშენებლობის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნაკვეთები მიყიდა, აცხადებს, რომ სახელმწიფომ მათ მიზერული თანხა გადაუხადა. აქციის მონაწილეების თქმით, მაშინ, როცა სხვა ტერიტორიებზე იგივე საჭიროებისთვის ადგილობრივებს კვადრატულ მეტრში 23 ლარი ზოგს კი, უფრო მეტი გადაუხადეს და დამატებით, ერთჯერადი კომპენსაციაც მისცეს, სუფსის მცხოვრებლებმა კვადრატულ მეტრში, მხოლოდ 5 ლარი მიიღეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწების გადაცემის პროცესი...
საქართველოს და ბელარუსს ყველა სფეროში ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები აერთიანებს - ეს არის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ასევე, კულტურული ურთიერთობები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბელარუსი-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ორივე ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით საქართველოს ბაზარზე ბელარუსული კაპიტალის კიდევ უფრო გაზრდაა შესაძლებელი. "დღეს საქართველოში 70-მდე ბელარუსული კაპიტალით შექმნილი...
იაპონიის საელჩომ თბილისის მერიას 100 ძირი საკურას ნერგი საჩუქრად გადასცა. საკურას ნერგები თბილსის ბოტანიკურ ბაღში დედაქალაქის მერმა და იაპონიის ელჩმა ერთობლივად დარგეს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას. „იაპონიის საელჩოსგან გადმოგვეცა 100 ძირი საკურას ნერგი. მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას, საელჩოს და ბატონ ელჩს. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ხალხსა...
გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3 500-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. "თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს 23:00 საათიდან შეწყდება. "ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, ხვალ, 20 თებერვლის 23:00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება: ნუცუბიძის II პლატო, კვ. 3, კორპ. 1, ნუცუბიძის II პლატო, კვ. 4, კორპ. 1, 2, 3, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის, ნაკვ. 32-ში...
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას. „ქართული მრავალხმიანობა“, რომელიც 2001 წელს UNESCO-მ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, ქართველი ხალხის ტრადიციული მუსიკალური...
video
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. წელს კალაურში პრობლემების მოსაგვარებლად 1,5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  სიუჯეტში ნათქვამია, რომ ე.წ. ქევხიანთ უბანში მოსახლეობას გზის, სოფლის ნახევარს კი სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კორეის ექსიმბანკისა და აზიის განვითარების ბანკს შორის სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანი საქართველოს ერთ-ერთ საპილოტე რეგიონში, სასოფლო დასახლებებისთვის წყალმომარაგება-წყალარინების სერვისის გაუმჯობესება, კორეის გამოცდილების მაგალითზე ქართული მხარისათვის საკონსულტაციო  მომსახურების გაწევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.    "საქართველოს სასოფლო დასახლებებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების გაუმჯობესებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება“ - ეს კორეის ეკონომიკისა და ფინანსთა...
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი განძა ორ კვირზე მეტია სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. უწყლოობის გამო სოფლის სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  როდის აღდგება წყალმომარაგება და რის გამო შეიქმნა პრობლემა, ამის გასარკვევად განძას მოსახლეობა დღეს, 19 თებერვალს ნინოწმინდის მერს შეხვდა. „ჩვენთან იმისთვის მოვიდნენ, რომ აინტერესებთ როდის ექნებათ წყალი. როგორც ვიცი წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები მუშაობენ“, - ამბობს ანივარდ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ