გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3 500-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
“თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს 23:00 საათიდან შეწყდება.
“ნუცუბიძის IV მ/რ-ში გამავალი საშ/წნევის ქსელის რეკონსტრუქციის მიზნით, ხვალ, 20 თებერვლის 23:00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება: ნუცუბიძის II პლატო, კვ. 3, კორპ. 1, ნუცუბიძის II პლატო, კვ. 4, კორპ. 1, 2, 3, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის, ნაკვ. 32-ში მდებარე შპს „პალა ჯგუფის“, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 8-ის მიმდებარედ, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 30-ის წინ არსებული შპს ,,ვექტორის“, ბ. ჟღენტის ქუჩაზე – III და IV პლატოს შორის (იგივე ბ. ჟღენტის ქ. 5) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ნუცუბიძის II და IV მ/რ-ებს შორის მდებარე შპს „მს დეველოპერის“, ნუცუბიძის III მ/რ, ნაკვ. 11/013-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხვამლის ქ. 25-ში – ამხ. „მანა ჰაუსის“, ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის (ფერმწერთა, ინტენსიფიკაციის, ხუროთმოძღვართა, ონკოლოგიურის ფერდობის მიმდებარედ, ალ. ბანძელაძის, ანდრო ჭილაიას, ლევან ასათიანის, კ. კაპანელის, ბ. ჟღენტის) მოსახლეობას. გაზმომარაგება, ასევე, შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: N192 და N201 ბაგა-ბაღებს, N102 საჯარო სკოლას და სხვა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 21 თებერვლის 10:00 სთ-დან დაიწყება და 18:00 სთ-მდე დასრულდება.